თემურ ქეცბაია: ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 2 სექტემბერს ლატვიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის წინ ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზა "ბასაზე" პრესკონფერენცია გამართა. ქეცბაიას თქმით, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ არის და ამისთვის გუნდმა რაც შესაძლებელია ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ქეცბაიამ თქვა, რომ ყველა თამაში მნიშვნელოვანია. "ხორვატია პირველ ადგილზე გავა და ჩვენ მეორე ადგილის დაკავების თეორიული შანსი კიდევ გვაქვს დარჩენილი, რისთვისაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მოწვეულთაგან ყველა მწყობრშია, ერთადერთი უჩა ლობჟანიძის თამაში გამოირიცხა, რომელსაც ტრავმა აღმოაჩნდა", - განაცხადა საქართველოს ნაკრების თავკაცმა.

ქეცბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ვისი მოწვევაც საჭიროდ ჩათვალა ყველა გამოიძახა. და დღეს ან ხვალ გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბება.

ლატვიასთან მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მოედნის ცუდი საფარის გამო "მიხეილ მესხის" სტადიონზე 2 სექტემბერს გაიმართება. ბილეთების ფასი 10, 15, 20 და 30 ლარი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული