სიჭინავა ქეცბაიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
ლატვიასთან მატჩის შემდეგ ერთმა ჩვენმა კოლეგამ საქართველოს ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას ჰკითხა, გადადგომას ხომ არ აპირებთო.

"ჩემი გადადგომა თუ ქართულ ფეხბურთს უშველის, დღესვე წავალ. თქვენ ისე მკითხეთ, "დიახ" რომ გიპასუხოთ, დღეს, ალბათ, დიდ ქეიფს გამართავთ", - ემოციური პასუხი დაუბრუნა შემკითხველს ქეცბაიამ, რაც იმ წუთებში გასაკვირი არ იყო, თუმცა მის გადადგომას ზარზეიმით რომ არავინ შეხვდება, ესეც ბუნებრივია.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი მატჩის შემდეგ ხაზგასმით განაცხადა, ქეცბაიას გაშვებაზე ლაპარაკი აბსურდიაო.

"თემურის ხელმძღვანელობით ნაკრებმა პროგრესი განიცადა, მართალია, ბოლო შეხვედრები წავაგეთ, მაგრამ
მის გაშვებას არ ვაპირებთ. მეტიც, მსურს შევხვდე ქეცბაიას და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ველაპარაკო", - თქვა სიჭინავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ასატიანი ხახლო უგუნდოთაა და უთამაშებელ ფეღბურთელს ქეცბაია კი არა დელ ბოსკე არ იძახებს გოგუასთან დაკავშირებით კიდე ფეხბურთელს მწრთვნელი სადაც გეტყვის იქ უნდა დადგე და ითამაშო მაგან დაღუპა ქინქლაძე ლაუდრუპის ადგილს რომ ითხოვდა და რომ დასვეს სკამზე. ქეცბაიამ მართლა დაგვანახა ნაკრები ისეთი როგორიც კუპერს არ უნახებია მივცეთ დრო და ვნახოთ ამდნეი მწრთვნელის ცვლა უფრო ცუდია. მაურინიოს დონის მწრთვნელმაც კი ვე რმიახწია ვერაფერი 1 სეზონში ხომ ხედავთ. ცოტა დაუპიქრდით.
0
ამ მოკლე დროში თუ ვინმეს ეგონა რო ისე გავძლიერდებოდით რომ გრანდებს მოვუგებდით ძალიან ცდება
federman
07:40 12-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული