"ჩემი გადადგომა თუ ქართულ ფეხბურთს უშველის, დღესვე წავალ. თქვენ ისე მკითხეთ, "დიახ" რომ გიპასუხოთ, დღეს, ალბათ, დიდ ქეიფს გამართავთ", - ემოციური პასუხი დაუბრუნა შემკითხველს ქეცბაიამ, რაც იმ წუთებში გასაკვირი არ იყო, თუმცა მის გადადგომას ზარზეიმით რომ არავინ შეხვდება, ესეც ბუნებრივია.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი მატჩის შემდეგ ხაზგასმით განაცხადა, ქეცბაიას გაშვებაზე ლაპარაკი აბსურდიაო.
"თემურის ხელმძღვანელობით ნაკრებმა პროგრესი განიცადა, მართალია, ბოლო შეხვედრები წავაგეთ, მაგრამ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"