თემურ ქეცბაიას შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-15 წუთისთვის გათამაშებული კუთხურის შემდეგ ჯაბა კანკავას გატანილი გოლით დაწინაურდნენ.
გატანილი გოლის შემდეგ ბურთს კვალავაც ქართველი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სუსტ მეტოქესთან შეხვედრას სოლიდური გამარჯვებითაც დაასრულებდნენ, თუმცა მალტელთა ერთ-ერთი იშვიათი შეტევა მაიკლ მიფსუდმა გოლად აქცია. მასპინძელთა მეცხრე ნომერმა შეხვედრის 25-ე წუთზე ოსტატურად ჩამოიტოვა კახა კალაძე და ნუკრი
გაშვებული გოლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები შეხვედრის ბოლომდე ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა მეტოქე თავს კარგად იცავდა და რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. მდგომარეობის გამოსასწორებლად თემურ ქეცბაიამ მეორე ტაიმში ცვლილებებს მიმართა, თუმცა დვალიშვილის, გრიგალაშვილისა და კობახიძის მოედანზე გამოსვლამ შედეგი ვერ მოიტანა.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში მალტა-საქართველოს მატჩის პარალელურად სხვა შეხვედრებიც გაიმართა. ჯგუფის ლიდერმა საბერძნეთის ნაკრებმა ლატვიასთან სტუმრად ქულის მოპოვება შეძლო. არადა, მასპინძლები თავიდანვე ცაუნიას გოლის სწყალობით დაწინაურდნენ და ბერძნებმა მხოლოდ მატჩის მიწურულსღა პაპანოპულოსის გოლით შეძლეს გათანაბრება.
ხორვატებმა შინ ისრაელის ნაკრები მიიღეს და მართალია, პირველი გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა ბილიჩის შეგირდებმა ამის შემდეგ სამჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება და გამარჯვებასთან ერთად F ჯგუფში პირველი ადგილზეც გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.
ევრო 2012. შესარჩევი ციკლი
მალტა - საქართველო 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 კანკავა (15), 1:1 მიფსუდი (25)
გაფრთხილება: ხიზანიშვილი (11), კაშია (58), ხოგი (90+4)
არბიტრი: პოლ ვან ბუკელი (ჰოლანდია)
მალტა: ენდრიუ ხოგი, ჯონატან კარუანა, გარეტ შიბერასი, ანდრე აგიუსი, რაიან ფენეკი (ბოგდანოვიჩი 60), როდერიკ ბრიფა, მაიკლ მიფსუდი (კ), ენდრიუ კოენი (ვუდსი 90+1), ჯონ ხათჩინსონი, ანდრე შემბრი (პეისი 76), კლეიტონ ფაილა.
მწვრთნელი: ჯონ ბატიჯიგი
საქართველო: ნუკრი რევიშვილი, ჯაბა კანკავა, გურამ კაშია, კახა კალაძე (კ), გია გრიგალავა, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯანო ანანიძე (კობახიძე 77), ოთარ მარცვალაძე (გრიგალაშვილი 66), ალექსანდრე იაშვილი (დვალიშვილი 61), ლევან კობიაშვილი, დავით თარგამაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ჯგუფი F
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 8 6 1 1 16-5 19
2. საბერძნეთი 8 5 3 0 10-4 18
3. ისრაელი 9 4 1 4 11-11 13
4.. საქართველო 9 2 4 3 6-7 10
5. ლატვია 8 2 2 4 7-10 8
6. მალტა 8 0 1 7 4-17 1