თემურ ქეცბაია: მალტის ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა

AutoSharing Option
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრაში მალტის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მალტელთა კაპიტანი, გოლის ავტორი მაიკლ მიფსუდი შეაქო.

თემურ ქეცბაია: "ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. მალტის ნაკრების დამარცხება ძნელია. 1994 წელს "როტმანსის" ტურნირზე მალტის ნაკრების წინააღმდეგ მომიწია თამაში და მინდა ავღნიშნო, რომ დღეს მალტელთა გუნდმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. მაიკლ მიფსუდი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მიკვირს აქამდე მალტის ჩემპიონატს რომ ვერ გასცდა".

ჯონ ბატიჯიგი:
"ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. დღეს შესარჩევ ციკლში პირველი ქულა ავიღეთ, რაც ფეხბურთელების კარგი თამაშის დამსახურებაა. გუნდმა ხორვატიასთან დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორა და დიდი სათამაშო დისციპლინა გამოავლინა. ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ".

მომზადებულია timesofmalta.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 60 /
დიდი პატივი იქნება თუ აგვიხსნის ეს კაცი რა მომავალს ხედავს და თუ აპირებს ახალი სახეების მოწვევას ნაკრებში,განსაკუთრებით წინა ხაზში.
paata
14:14 07-09-2011
0
მალტამ პროგრესი განიცადა, ჩვენ? რეგრესი? თემო მგონი ძალიან პრიმიტიულ ფეხბურთს ვთამაშობთ, აბა დაფიქრდი
aleqsandre
14:27 07-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული