თემურ ქეცბაია: მალტის ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა

AutoSharing Option
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრაში მალტის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მალტელთა კაპიტანი, გოლის ავტორი მაიკლ მიფსუდი შეაქო.

თემურ ქეცბაია: "ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. მალტის ნაკრების დამარცხება ძნელია. 1994 წელს "როტმანსის" ტურნირზე მალტის ნაკრების წინააღმდეგ მომიწია თამაში და მინდა ავღნიშნო, რომ დღეს მალტელთა გუნდმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. მაიკლ მიფსუდი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მიკვირს აქამდე მალტის ჩემპიონატს რომ ვერ გასცდა".

ჯონ ბატიჯიგი:
"ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. დღეს შესარჩევ ციკლში პირველი ქულა ავიღეთ, რაც ფეხბურთელების კარგი თამაშის დამსახურებაა. გუნდმა ხორვატიასთან დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორა და დიდი სათამაშო დისციპლინა გამოავლინა. ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ".

მომზადებულია timesofmalta.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 60 /
უძლევი რა სახელს აფუჭებ? ქეცბაიასავით უძლევი ხარ შენც ორჯერ რომ გააგდეს გუნდიდან და ორივეჯერ მიხიჩამ რომ დააბრუნა. ნეტავი გამაგებინა რატომ იფუჭებს ქეცბაია სახელს.
0
ქეცბას მიხიჩას დონემდე ბევრი უკლია? აქეთ შეედაროს ქეცბას ყველა ქართველი მწვრთნელი!

ხომ არ დაგავიწყდათ რომ ქეცბაია ერთადერთი ქართველი მწვრთნელია ვინც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურზე გაიყვანა გუნდი!

"მიხიჩას" დონეზე კიდევ ჩემი მტერი დავიდა. 90-იანი წლების ქართული ფეხბურთის კორუპციის ჩემპიონატში ჟორდანიას და ჩხაიძესთან ერთად ტრიუმფალურ სამეულს წარმოადგენს!
უძლევი
12:23 09-09-2011
0

სიახლეები პოპულარული