გაგრა-კოლხეთი 1:2
1:0 სიჭინავა (16), 1:1 გოგონაია (26), 1:2 ცხვიტარია (44. ჯანაშიას პასით)
გაგრა კოლხეთი
3-5-2 4-4-1-1
სეფიაშვილი ნადირაშვილი
ზ. ჩხეტიანი ცხვიტარია
გაბუნია ინწკირველი
კალანდაძე შავგულიძე
ხუციძე ლემონჯავა
ნაკონეჩნი ლომაშვილი
შარიქაძე ქებაძე
სიჭინავა გოგონაია
ნ. ჯიშკარიანი პ. დათუნაიშვილი
კვანტალიანი გვალია
ორდინსკი ჯანაშია
მწვრთნელი მწვრთნელი
ა. პისკოვეცი ს. ფილია
გაგრა
46. სიჭინავა - ჭკუასელი
68. ჩხეტიანი - მაგაჯი
85. ჯიშკარიანი - ქართველიშვილი
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ფალავანდიშვილი, ყურულაშვილი, ზვიადაძე
კოლხეთი
67. ჯანაშია - მდივნიშვილი
73. გვალია - ცხადაია
87. პ. დათუნაიშვილი - გულუა
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, თედიაშვილი, ციცხვაია, წიქარიშვილი
არბიტრი: ლ. სილაგავა
მიმდინარე ჩემპიონატის საწყის
"მერანზე" დიდი ვერაფერი სანახაობა გაიმართა, რაც მხოლოდ ქარის ბრალი არ უნდა იყოს. გასახსენებელი ეპიზოდები თითებზე ჩამოსათვლელი იყო, ყველა საინტერესო ამბავი შესვენებამდე მოხდა, მეორე ტაიმში კი მოსაწყენი და უშინაარსო ფეხბურთის ყურებას დავჯერდით.
თამაში სტუმრებმა დინჯად დაიწყეს, "გაგრა" კი თავიდანვე შეეცადა დაწინაურებას და მიზანს მალე მიაღწია. კიდევ ერთხელ დავწრმუნდით, რომ საქართველოს თასის მფლობელებს სტანდარტული მდგომარეობის გამოყენება ეხერხებათ - მე-16 წუთზე დათა სიჭინავამ თავისიანები ეფექტური საჯარიმოთი დააწინაურა.
რამდენიმე წუთში შალვა კვანტალიანის თავური "გაგრადან" "კოლხეთში" გადასულმა ლადო ნადირაშვილმა მოიგერია. მოვლენები თითქოს ლოგიკურად ვითარდებოდა და "გაგრას" თამაშის სადავეები ხელიდან აღარ უნდა გაეშვა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა - "კოლხეთმა" ტაიმის მეორე ნაწილი მძლავრად ჩაატარა და მატჩის ბედიც სწორედ მაშინ გადაწყვიტა.
ომარ გოგონაიამ ანგარიში ეფექტური შორეული დარტყმით გაათანაბრა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბურთს ფოთელთათვის სასურველი ტრაექტორია ქარმაც შესძინა.
ზედ შესვენების წინ კი სოსო ფილიას გუნდი დაწინაურდა კიდეც - ლაშა გვალიას დარტყმა კოკა სეფიაშვილმა უხერხულად მოიგერია, ზამირ ჯანაშიასგან ბურთი "გაგრას" კარის წინ უმეთვალყურეოდ მდგომ პაატა ცხვიტარიას მიუვიდა და 1:2. ტაიმის დასრულებამდე გვალიამ კიდევ ერთხელ დაარტყა და მასპინძლები ძელმა იხსნა.
მეორე ტაიმში ბურთს უფრო ხშირად მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ ამისგან ხეირი ვერ ნახა - "კოლხეთი" თავს უშეცდომოდ იცავდა, მეტოქეს ხიფათი ერთხელაც არ შეაქმნევინა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"