სფფ-მ თემურ ქეცბაიას ახალი კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
დღეს, 13 სექტემბერს"მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად თემურ ქეცბაიას ასისტენტი სოსო ჭედია დაინიშნა. ჭედია ახალგაზრდულ ნაკრებს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უმთავრესი ნაკრების მთავარ მწვრთნელთან თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა, რაც გააკეთა კიდეც.

ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2+2 სისტემით არის დადებული.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით, თემურ ქეცბაიას ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინირებაც დაევალება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
თემურს, ვულოცავ, ვიცი რომ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა, იმაზე მეტი ვიდრე მას წარმოუდგენია. რადგანაც ჩვენი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნია და ობიექტური. განვლილ, 2 წელიწადში თემურმა შედეგი გვაჩვენა, (ვიდრე მისმა წინამორბედებმა), მაგრამ ვუსურვებ ნაკრებმა გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი. რადგან ხარისხის გარეშე შედეგი ყოველთვის არ გექნება.ეს კარგათ დავინახეთ ლატვიასთან და მალტასთან შეხვედრებში.მე პრადად, თემურისგან ველი უკეთეს შედეგებს. აბა შენ იცი თემურ!
0
გია გეთანხმები რომ მომთხოვნია ქართველი გულშემატკივარი და ასეცაა საჭირო,მაგრამ ობიექტურობაზე რა მოგახსენო,ან უნდა ლანძღონ და ან აქონ ეს არა მგონია ობიექტურობა
დავითი (საბერძნეთი)
15:25 13-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული