გაირკვა, რომ შესარჩევ ეტაპზე 9 ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც საფრანგეთის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ პირველ-მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამეადგილოსანი, დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი პლეი ოფში ოთხ წყვილს შექმნის და ფინალურ ეტაპზე მათი გამარჯვებულებიც გავლენ.
მოკლედ, ჩვენი გაქანების გუნდებისთვის კარგი პერსპექტივაა, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრები არსებობის ისტორიაში ჯგუფში მესამე ადგილს მხოლოდ ორჯერ შესწვდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"