ზვიად სიჭინავა ნაკრების გაახალგაზრდავებას ემხრობა

AutoSharing Option
2012 წლის შემოდგომაზე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშები დაიწყება. როგორც ჩანს, გადაწყვეტილია, რომ ახალი ციკლის დაწყებამდე ეროვნულ ნაკრებში გამოცდილი მოთამაშეები ადგილს ახალგაზრდებს დაუთმობენ.

"მთავარია, რა მიზანი ექნება ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს. მიმაჩნია, რომ ახლა უნდა ჩამოვყალიბდეთ, ახალ შესარჩევ ეტაპზე ახალგაზრდა ბიჭების რესურსი გამოვიყენოთ, რათა ევრო-2016-ისთვის მაინც ჩამოვაყალიბოთ ძლიერი გუნდი. ამ პერიოდში კი ახალგაზრდულმა ნაკრებმა ეროვნულის მსგავსი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.

ასეა ესპანეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ბევრ ქვეყანაში, სადაც მომავალი თაობების გაზრდაზე სერიოზულად მუშაობენ", - გვითხრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

მომავალი თაობებისა და ნაკრებში სრულფასოვანი შემცვლელების გაზრდა ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება. ახლა ყველა დარწმუნდა, რომ ეროვნულ ნაკრებზე აქცენტირებას შედეგი არ ექნება, სანამ ბავშვთა ფეხბურთში მდგომარეობა არ გამოსწორდება - საფეხბურთო სკოლები ნაკრებებს ხარისხიანი მოთამაშეების ნაცვლად, ახლა "ნახევარფაბრიკატებს" უზრდიან.

"სწორედ მომავალი თაობების გასაზრდელად უნდა გამოვიყენოთ ახალი ციკლი. თუმცა უფრო გლობალური პრობლემებია მოსაგვარებელი - ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის კეთდება ახალი სტადიონები, მოედნები.

ბავშვთა ჯგუფები ვერასოდეს გახდებიან ნაკრების სრულფასოვანი მიმწოდებლები, სანამ დამწყები ფეხბურთელები 20/20-ზე მოედანზე ვარჯიშობენ. მერე, როდესაც გაიზრდებიან, როგორ ისწავლიან 105-მეტრიან მოედანზე ბურთის მარჯვენა ფლანგიდან მარცხნივ გადატანას? ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება სკოლების გამკაცრებული ლიცენზირება და ფედერაციის სხვა წამოწყებები", - თქვა სიჭინავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დომენტია კაი კაცო 2 წელი დაგჭირდა რომ მიხვედრილიყავი ბავშვობიდან რომ იწყება ფეხბურთელის აღზრდა? სახლს სახურავიდან რომ არ აშენებენ ხომ ფაქტია.
წინამორბედი უცხოელ მწვრთნელებს იყო ამოფარებული; შენ - ქეცბაიას, მარა შედეგი ხომ ხედავთ რომ არ არის. კიდევ კარგი გვიან მაინც მიხვდით.

აბა ვნახოთ რას გააკეთებთ ბავშვთა ფეხურთისთვის, ერთჯერად აქციებს (ბურთების და მაისურების ჩუქება და სხვა) თუ ფუნდამენტურ ცვლილებებს? როგორიცაა ახალი საფეხბურთო სკოლების აშენება, ღარიბი ბავშვების აყვანა გადასახადის გარეშე და აღზრდა, ბავშვთა მწვრთნელების განათლება/ლიცენზირება და ყოველწლიური გადამზადება/ტესტირება და ა.შ.

წარმატებებს გისურვებთ სფფ-ს. ლაპარაკიც რომ დაიწყეთ ბავშვთა ფეხბურთზე ესეც კარგია!
უძლევი
13:37 22-09-2011
0
უძლევი!
+1
Burton
13:55 22-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული