ქეცბაია კაჭარავას კვიპროსში იწვევს

AutoSharing Option
აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ თემურ ქეცბაიამ კვიპროსზე საფეხბურთო აკადემია ჩამოაყალიბა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის სახელს ატარებს და 1 სექტემბრიდან ლიმასოლის "ალფას" სპორტულ კომპლექსში ამოქმედდა.

კვიპროსული ვებგვერდები წერენ, რომ ქეცბაიამ ბავშვებს მშვენიერი სავარჯიშო პირობები დაახვედრა - სკოლაში 10 ბალახის და ხელოვნურსაფარიანი მოედნებია, ცხადია, გასახდელებით, საშხაპეებით,  სხვადასხვა საჭირო სათავსოებითა და დარბაზებით. აკადემიაში 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ვარჯიშობენ და ყოველთვიურად 80 ევროს იხდიან, ხოლო თუ ძმები მოისურვებენ აკადემიაში ვარჯიშს, ოჯახს თითოეულზე 60-60 ევროს გაღება მოუწევს. ქეცბაია იმედოვნებს, რომ მისი აკადემია კუნძულზე
საუკეთესო გახდება, ბავშვები კი პროფესიონალი მწვრთნელების ხელში აღიზრდებიან.

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ნაკრების თავკაცმა ბავშვთა საფეხბურთო აკადემია საქართველოში რომ არ გახსნა, რადგან მისი მაქსიმალიზმიდან გამომდინარე, სკოლა საქართველოში საუკეთესო იქნებოდა.

მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას საქართველოში ახალი თაობის სხვა ცნობილი ვეტერანებიც ერიდებიან, თუ არ ჩავთვლით გიორგი ნემსაძეს - საფეხბურთო სკოლა "საბურთალო" 90-იანი წლებიდან მოქმედებდა, თუმცა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სახელი მხოლოდ მეპატრონის შეცვლისა და "იბერია ბიზნეს ჯგუფის" მისვლის შემდეგ ეწოდა.

ვეტერანებიდან საკუთარი აკადემიები დაარსეს თენგიზ სულაქველიძემ და კარლო მჭედლიძემ, მაგრამ ეს იყო ადრე, ბოლო წლებში კი, მსურველთა საკმაოდ დიდი რაოდენობის მიუხედავად, სკოლა არავინ ჩამოუყალიბებია. მაგალითად, კახა კალაძე აპირებდა და გადაიფიქრა, ისევე როგორც ვეტერანთა ჯგუფმა - მიხეილ ყაველაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა და ლევან ყიფიანმა, მათი ერთობლივი პროექტზიც თაროზე შემოიდო. მიზეზი, როგორც საფეხბურთო სამყარო ამტკიცებს, დიდი გადასახადებია, რომელიც მსურველებს აფრთხობს. დიდი ხანია, გადასახადის შემცირებასა და მის რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერ ვითარება უცვლელია.

კვიპროსში კი საფეხბურთო მეურნეობა აწყობილიც არის, მომგებიანიც და საფეხბურთო კლუბის და სკოლის ჩამოყალიბებას თუ პატრონობას ბევრი ეტანება.

მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიას აკადემიის ჩამოყალიბება საქართველოში გვსურდა, ძნელია გაამტყუნო: საკუთარ ფულს მომგებიან საქმეში რომ აბანდებს და არა წამგებიანში. სასაყვედურო ის იქნებოდა, მომგებიანი ჩვენთანაც ყოფილიყო და მაინც ასეთი არჩევანი გაეკეთებინა.

თუმცა, ეს აკადემია მაინც ქართველებთან იქნება გაიგივებული, რადგან ქეცბაია ქართველების დასაქმებას აპირებს. ეროვნული ნაკრების თავკაცმა საკუთარ სკოლაში მუშაობა თბილისის "დინამოს" ყოფილ მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას შესთავაზა, რომელიც ფიქრობს, დარჩეს (წინადადებები საქართველოშიც აქვს) თუ კვიპროსს მიაშუროს, სადაც ოთხი წელი ნიქოზიის "ოლიმპიაკოსში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ქეცბაია სხვებს ეუბნებობდა დღემდე რომ არაფერი გაგიკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვისო!!ადვილია სხვას უსაყვედურო და თვითონ საზღვარგარეთ დააბანდო,ეს არაა პატრიოტიზმი. ეს არის საუკეთესო მაგალითი ფულის დაბანდების . ღმერთმა ხელი მოუმართოს. ნათქვამია წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო და ვნახოთ რომელ ადგილზე დავამთავრებთ.
zaza sigu
17:55 22-09-2011
0
ქეცბაიას ბევრი მინუსები აღმოაჩნდა
kaxa
20:59 22-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული