ხორვატიის ნაკრები 7 ოქტომბერს სტუმრად საბერძნეთს, 11 ოქტომბერს კი შინ ლატვიას ეთამაშება.
ხორვატთა თავკაცმა სლავენ ბილიჩმა ამ მატჩებისთვის შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: სტიპე პლეტიკოშა ("როსტოვი"), დანიელ სუბაშიჩი ("ჰაიდუკი"), ივან კელავა ("დინამო" ზ.);
მცველები: შიმე ვრსალკო, იოსიპ შიმუნიჩი, დომაგოი ვიდა (ყველა - "დინამო", ზაგრები), დარიო სრნა ("შახტარი"), ვედრან ჩორლუკა ("ტოტენჰემი"), დეიან ლოვრენი ("ლიონი"), ივან სტრინიჩი
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი, ნიკო კრანჩარი (ორივე - "ტოტენჰემი"), ოგნენ ვუკოევიჩი ("დინამო" კიევი), დანიელ პრანიჩი ("ბაიერნი"), ივან რაკიტიჩი ("სევილია"), ტომისლავ დუიმოვიჩი ("დინამო" მოსკოვი), მილან ბადელი ("დინამო" ზ.), ივო ილიჩევიჩი ("ჰამბურგი"), მატო იაიალო ("კიოლნი"), ივან პერიშიჩი ("დორტმუნდი");
თავდამსხმელები: მარიო მანჯუკიჩი ("ვოლფსბურგი"), ედუარდო ("შახტარი"), ნიკიცა იელავიჩი ("რეინჯერსი"), ნიკოლა კალინიჩი ("დნიპრო"), ივან კლასნიჩი ("ბოლტონი"), ივიცა ოლიჩი ("ბაიერნი"), მლადენ პეტრიჩი ("ჰამბურგი").
ცნობილია ლატვიის ნაკრების საოქტომბრო შემადგენლობაც. საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, ბალტიისპირელებსაც ორი შეხვედრა დარჩათ – 7 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე მალტასთან, 11-ში კი ხორვატიასთან.
ლატვიელთა მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრს სტარკოვსის რჩეულთა სია ასეთია:
მეკარეები: ანდრის ვანინსი (`სიონი"), პაველს დოროშევსი (`გაბალა") გერმანს მალინში (`სკონტო");
მცველები: რიტუს კრიაუკლისი, პაველს მიხადიუკსი (ორივე -`მეტალურგსი"), ოსკარს კლიავა (`ხიმკი"), დენის ივანოვსი (`ბაკი"), კასპარს გორკშსი (`რედინგი"), რიტვარს რუგინსი (`ვენტსპილსი");
ნახევარმცველები: ალეკსანდრს ფერტოვსი, ოლეგს ლაიზანსი (ორივე "სკონტო"), ალეკსანდრს ცაუნია (ცსკა მ.), ალექსეის ვიშნიაკოვსი ("კრაკოვია"), ივანს ლუკიანოვსი ("ლეხია"), ანდრეის რუბინსი ("სიმურგი"), არტის ლაზდინში ("იელგავა"შ);
თავდამსხმელები: მარის ვერპაკოვსკისი ("ბაკი"), არტიომს რუდნევსი ("ლეხი"), ედგარს გაურაჩსი ("ენისეი"), ანდრეის პერეპლიოტკინსი ("ნასაფი").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"