2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი დამტკიცდა

AutoSharing Option
ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კალენდარი დღეს საფრანგეთში დადგინდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია პარიზში ჩვენს ქვეჯგუფში მოასპარეზე ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ესპანეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ბელარუსიისა და საქართველოს დელეგაციები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კალენდარზე შეთანხმდნენ.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი

2012 წელი
7 სექტემბერი საქართველო - ბელარუსი
12 სექტემბერი საქართველო - ესპანეთი
12 ოქტომბერი ფინეთი - საქართველო
16 ოქტომბერი ბელარუსი - საქართველო

2013 წელი

22 მარტი საფრანგეთი
- საქართველო
6 სექტემბერი საქართველო - საფრანგეთი
10 სექტემბერი საქართველო - ფინეთი
15 ოქტომბერი ესპანეთი - საქართველო

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის მუნდიალის წილისყრამ საქართველოს ნაკრები ევროპის ზონის ხუთგუნდიან, I ჯგუფში მოახვედრა. თემურ ქეცბაიას გუნდს ძალიან არ გაუმართლა - მეტოქედ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, ასევე საფრანგეთის ძლიერი ნაკრები ერგო.

ევროპის ზონიდან მუნდიალზე პირდაპირ გავლენ ჯგუფების გამარჯვებულები, საუკეთესო რვა მეორეადგილოსანი კი ოთხ წყვილს შექმნის და წყვილების გამარჯვებულები ბრაზილიაში გაემგზავრებიან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლიტვის, კვიპროსის, ანდორის და ა.შ. დონის ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჯერჯერობით არ იმართება. არ გიხარიათ, ტორესის, ვილიას, ხავისა და ინიესტას თამაშს ნატურში რომ ნახავთ? ისე მაგათ აქ ვინ ჩამოიყვანს? პირიქით, ბედი გვქონია ! აბა ვისთან პაექრობაში უნდა გაიზარდოს ჩვენი ნაკრები
zura
13:23 24-09-2011
0
უძლევი
:D:D:D:D:D:D:D:D
geosochi
17:32 23-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული