2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი დამტკიცდა

AutoSharing Option
ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კალენდარი დღეს საფრანგეთში დადგინდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია პარიზში ჩვენს ქვეჯგუფში მოასპარეზე ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ესპანეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ბელარუსიისა და საქართველოს დელეგაციები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კალენდარზე შეთანხმდნენ.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი

2012 წელი
7 სექტემბერი საქართველო - ბელარუსი
12 სექტემბერი საქართველო - ესპანეთი
12 ოქტომბერი ფინეთი - საქართველო
16 ოქტომბერი ბელარუსი - საქართველო

2013 წელი

22 მარტი საფრანგეთი
- საქართველო
6 სექტემბერი საქართველო - საფრანგეთი
10 სექტემბერი საქართველო - ფინეთი
15 ოქტომბერი ესპანეთი - საქართველო

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის მუნდიალის წილისყრამ საქართველოს ნაკრები ევროპის ზონის ხუთგუნდიან, I ჯგუფში მოახვედრა. თემურ ქეცბაიას გუნდს ძალიან არ გაუმართლა - მეტოქედ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, ასევე საფრანგეთის ძლიერი ნაკრები ერგო.

ევროპის ზონიდან მუნდიალზე პირდაპირ გავლენ ჯგუფების გამარჯვებულები, საუკეთესო რვა მეორეადგილოსანი კი ოთხ წყვილს შექმნის და წყვილების გამარჯვებულები ბრაზილიაში გაემგზავრებიან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაიმე დედა!!!
უძლევი
15:56 23-09-2011
0
ისე შანსი გვაქვს 2012 წელს 12 ქულა ავიღოთ. აი 2013-ში კი რა გვეშველება არ ვიცი, მაგრამ მანამდე რაღაცა იქნება-გაიზრდებიან ახალგაზრდები. რა იყო რატომ გაგეცინათ? ოცნებას ვინ მოუკლია....
თემური
16:34 23-09-2011
0

სიახლეები პოპულარული