ბრაზილია 2014: ბელარუსით ვიწყებთ, ესპანეთში ვამთავრებთ

AutoSharing Option
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჩვენი ჯგუფის კალენდარი ისევე ოპერატიულად ჩატარდა, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.

გუშინ პარიზში ჯგუფის ხუთივე ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეიკრიბა, რომლებმაც კონსენსუსს მშვიდად და სწრაფად, დაახლოებით ორ საათში მიაღწიეს.

ჯერ კალენდარს გავეცნოთ:
2012 წელი
7 სექტემბერი
საქართველო-ბელარუსი, ფინეთი-საფრანგეთი
11 სექტემბერი
საქართველო-ესპანეთი, საფრანგეთი-ბელარუსი
12 ოქტომბერი
ფინეთი-საქართველო, ბელარუსი-ესპანეთი
16 ოქტომბერი
ბელარუსი-საქართველო, ესპანეთი-საფრანგეთი

2013 წელი
22 მარტი
საფრანგეთი-საქართველო, ესპანეთი-ფინეთი
26 მარტი
საფრანგეთი-ესპანეთი
7 ივნისი
ფინეთი-ბელარუსი
11 ივნისი
ბელარუსი-ფინეთი
6 სექტემბერი
საქართველო-საფრანგეთი, ფინეთი-ესპანეთი
10 სექტემბერი
საქართველო-ფინეთი, ბელარუსი-საფრანგეთი
11 ოქტომბერი
ესპანეთი-ბელარუსი
15 ოქტომბერი

ესპანეთი-საქართველო, საფრანგეთი-ფინეთი

როცა ასეთ ძლიერ ჯგუფში ხარ, მატჩების თანმიმდევრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ კალენდარი ჩვენთვის ხელსაყრელია.

შესარჩევი ტურნირის შინ დაწყება ყოველთვის სასურველია და კარგია, რომ პირველ ტურში საკმაოდ ძლიერ, მაგრამ გრანდებთან შედარებით მაინც ნაკლებად საშიშ ბელარუსს ვმასპინძლობთ. ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ოთხი დღის შემდეგ ესპანეთს კარგი განწყობით დავხვდებით, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან კი დასაკარგი ნებისმიერ შემთხვევაში არაფერი გვექნება...

ესპანეთთან მარცხის შემთხვევაშიც კი გვექნება იმის გარკვეული შანსი, რომ 2013 წელს ოპტიმისტური განწყობით შევხვდეთ, საამისოდ კი საჭირო იქნება, ოქტომბრის გასვლებზე თავი არ შევირცხვინოთ.

თუ მომავალი შემოდგომა მეტ-ნაკლები წარმატებით გავიარეთ, შემდგომ მატჩებზე სჯობს, სწორედ ამის შემდეგ ვიმსჯელოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო ლევან,
კარგია რომ ოპტიმისტური ვარიანტი დაწერეთ, მაგრამ პირველივე თუ წავაგეთ ბელორუსიასთან მერე რას ვშვრებით? ესეც ხომ უნდა განსვსაზღვროთ? არადა მაგალითი სახეზეა როცა ყველა თვლიდა ლატვიასთან უეჭველ მოგებას. კარგი იქნება თუ გააკეთებთ ანალიზს სადაც გვექნება ოპტიმისტური, პესიმისტური და საშუალო ვარიანტები. და მოვლენების ამგვარ განვითარების დროს რას გავაკეთებთ.
მესმის რომ ეს ფედერაციის ან ტრენერების საქმეა, მაგრამ იქნებ გვეცადა, მაგალითი მიგვეცა.
ramo
15:51 24-09-2011
0
ესპანელებთან არაფერი გვაქვს დასაკარგიო,ვისთან გვაქვს რომ?ამჯერად მართლა არ გაგვიმართლა-მალტა,ლუქსემბურგი,ანდორა და მათნაირი "გრანდები" არ მოხვდნენ ჩვენ ჯგუფში,რომ ფრედ მაინც გვეთამაშა.დასაკარგი ბავშვთა ფეხბურთში ეძებეთ!!!მიეცით ქართველ ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალება!!!გეყოთ ყველგან ფულის კეთება!!!
gio73
15:01 25-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული