ქეცბაიამ ამისულაშვილსა და მარცვალაძეს უხმო

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უკანასკნელი მატჩისთვის, რომელსაც 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს, გამოძახებულთა სია ოფიციალურად ჯერ არ გაუცხადებია, თუმცა რუსული კლუბი "კრასნოდარი" უკვე იუწყება, რომ გუნდის ქართველი ლეგიონერები, ალექსანდრე ამისულაშვილი და ოთარ მარცვალაძე ეროვნულ გუნდში არიან გამოძახებულნი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ეროვნულმა ევროპის 2012 ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის შანსი, რომელიც პოლონეთ-უკრაინაში გაიმართება, უკვე დაკარგა და სადღეისოდ 10 ქულით F ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს.

ჩვენს ჯგუფში დარჩენილი მატჩები 7 და 11 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული