თემურ ქეცბაიამ საბერძნეთთან მატჩისთვის ნაკრების სია გააცხადა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ "ჯვაროსნების" ის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც საბერძნეთთან, ევროშესარჩევის მატჩისთვის მოემზადება.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), კონსტანტინე სეფიაშვილი ("გაგრა")
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), აკაკი ხუბუტია ("სამსუნსპორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე კვახაძე ("მეტალურგი", რუსთავი)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), დავით თარგამაძე ("ოლექსანდრია", უკრაინა), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), ალექსანდრე გურული
("კარპატი", უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია)
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი), სანდრო კობახიძე ("არსენალი" კიევი, უკრაინა), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია)

ნაკრებში ერთი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ "გაგრას" გოლკიპერი კოკა სეფიაშვილი. ხანგრძლივი პაუზების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი კვლავ მიეცათ ალექსანდრე კვახაძეს, დავით დევდარიანსა და ლევან მჭედლიძეს. კვახაძეს და დევდარიანს ეროვნულ გუნდში 2009 წლის სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშიათ. ლევან მჭედლიძე კი, 2009 წლის მარტის შემდეგ აღარ გამოჩენილა ეროვნულში.

"ჯვარისნები" შეკრებას 3 სექტემბერს, დიღომში, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე დაიწყებენ.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
დვალიშვილი არ დაგავიწყდეთ... სასტარტოში დააყენეთ და 90 წუთი ათამაშეთ რა.... გთხოოოვთ ძააან!!!!

მე თამაშზე არ მოვდივარ!!!
aleqsa
15:42 27-09-2011
0
ბერძნებს გაუგიათ ქეცბაიას ნაკრების შემადგენლობა და შიშისაგან დეპრესიაში ჩავარდნილან, რაც კი მთელ ქვეყანაში ფსიქოლოგები ყოფილან, ყველანი ნაკრების წევრებთან მუშაობენ თურმე; განსაკუთრებით შემტევი ხაზი აშინებთ თურმე, დვალიშვილის მეთაურობით. ერთი თხოვნა ჰქონიათ იმ საცოდავებს, ხუთ ბურთზე მეტს ნუ გაგვიტანთო, სამშობლოში აღარ მიგვიღებენო.
levani kaxeti
16:39 27-09-2011
0

სიახლეები პოპულარული