ახალგაზრდა ნახევარმცველმა ფეხის ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის მატჩში - ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან" მიიღო.
სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ექსკლუზიური ინფორმაციით, ანანიძეს საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდა და მისი ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ქართველი ფეხბურთელი მოედანზე, დაახლოებით, 6 კვირის განმავლობაში ვერ გავა.
სფფ-ის პრესსამსახური
gff.ge