გუშინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დაასახელა ის 23-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ბერძნებთან სათამაშოდ მოემზადება:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (`ანჟი", რუსეთი), როინ კვასხვაძე (`ზესტაფონი"), კონსტანტინე სეფიაშვილი (`გაგრა")
მცველები: კახა კალაძე (`ჯენოა", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (`ქაისერისპორი", თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (`კრასნოდარი", რუსეთი), გია გრიგალავა (`ვოლგა", რუსეთი), გურამ კაშია (`ვიტესი", ჰოლანდია), აკაკი ხუბუტია (`სამსუნსპორი", თურქეთი), უჩა
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (`ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა (`კრივბასი", უკრაინა), დავით თარგამაძე (`ოლექსანდრია", უკრაინა), ლევან კობიაშვილი (`ჰერტა", გერმანია), ალექსანდრე გურული (`კარპატი", უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი (`ზესტაფონი"), დავით დევდარიანი (`ორჰუსი", დანია)
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (`კარლსრუე", გერმანია), ვლადიმერ დვალიშვილი (`მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე (`კრასნოდარი", რუსეთი), სანდრო კობახიძე (`არსენალი" კიევი, უკრაინა), ლევან მჭედლიძე (`ემპოლი", იტალია)
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა ალექსანდრე კვახაძე, დავით დევდარიანი და ლევან მჭედლიძე. კვახაძეს და დევდარიანს ნაკრებში 2009 წლის სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშიათ, მჭედლიძეს კი - 2009 წლის მარტის შემდეგ.
ქეცბაიას რჩეულებში დებიუტანტიც მოხვდა - "გაგრას" მეკარე კოკა სეფიაშვილი. ნაკრებში არ გამოუძახებიათ თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია, რომელიც მარტვილის "მერანთან" მატჩში დაშავდა. ამავე მიზეზით ვერ დაეხმარება გუნდს მოსკოვის "სპარტაკის" პლეიმეიკერი ჯანო ანანიძე. ამჯერად სიაში არ არიან ბერძნული "პანიონიოსის" მცველი დავით კვირკველია, რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე და ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელი დავით სირაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"