გუშინ თემურ ქეცბაიამ ტრავმებისგან შეთხელებულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ფეხბურთელი დაამატა - თბილისის "დინამოს" კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე და რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე.
კოშკაძეს ნაკრებში უკვე უთამაშია და ეროვნული გუნდის გაფართოებულ სიაშიც არაერთხელ შეუყვანიათ, მაისურაძეს კი, იმის მიუხედავად, რომ სანაკრებო შეკრებაზე აქამდეც მიუწვევიათ, დებიუტი ჯერაც არ ჰქონია.