ბერძნების სათბილოსო არჩევანი გაცხადდა

AutoSharing Option
საბერძნეთის ეროვნული ნაკრების პორტუგალიელმა თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც თბილისში ქართველებთან სათამაშოდ ჩამოიყვანს.

მეკარეები: ალექსის ცორვასი ("პალერმო", იტალია), დიონისის ხიოტისი (აპოელ, კვიპროსი);
მცველები: ნიკოს სპიროპულოსი, ლუკას ვინტრა, კოსტას კაცურანისი (სამივე - "პანათინაიკოსი"), აბრაამ პაპადოპულოსი, იანის ზარადუკასი (ორივე - "ოლიმპიაკოსი"), ვასილიოს ტოროსიდისი ("ქსანთი"), სოკრატის პაპასტატოპულოსი ("ვერდერი", გერმანია), კირიაკოს პაპადოპულოსი ("შალკე", გერმანია), ათანასიოს პესტოსი ("კაიზერსლაუტერნი", გერმანია);
ნახევარმცველები: გეორგიოს ფოტაკისი, სტეფანოს ათანასიადისი, დიმიტრის სალპინგიდისი (სამივე - პაოკ), გიორგიოს კარაგუნისი ("პანათინაიკოსი"), ალექსანდროს ციოლასი ("რასინგი", ესპანეთი), პანაიოტის კონე ("ბოლონია", იტალია), გრიგორის მაკოსი (აეკ);
თავდამსხმელები:
ანგელოს ხარისტეასი ("პანეტოლიკოსი"), გეორგიოს სამარასი ("სელტიკი", შოტლანდია), თეოფანის გეკასი ("აინტრახტი", გერმანია).

შეგახსენებთ, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბერძნები ჩვენი ჯგუფის ლიდერ ხორვატებს ერთი ქულით ჩამორჩებიან, თბილისში ჩამოსვლამდე კი, 7 ოქტომბერს სწორედ ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული