ნაკრების თავკაცმა გუნდი არასრული შემადგენლობით ავარჯიშა, ვინაიდან, რამდენიმე ლეგიონერი ჯერ კიდევ არ ჩამოსულა სამშობლოში.
ქეცბაიას განკარგულებაში სულ 17 ფეხბურთელი იყო: როინ კვასხვაძე, კოკა სეფიაშვილი, ირაკლი მაისურაძე, ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე, დავით თარგამაძე, გია გრიგალავა, შოთა გრიგალაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან მჭედლიძე, მურთაზ დაუშვილი, ალექსანდრე კვახაძე, სანდრო გურული, ალექსანდრე კოშკაძე და ოთარ მარცვალაძე.
ეროვნულ გუნდს ხვალ შეუერთდებიან კახა კალაძე, ნუკრი რევიშვილი, გურამ კაშია და
თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები დიდად არ დატვირთა და დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში "კვადრატი" და მინი-ორკარა ათამაშა. ცალკე და მსუბუქად ივარჯიშეს კვახაძემ, იაშვილმა, მაისურაძემ, მარცვალაძემ და კოშკაძემ.
აქვე, გაგაცნობთ ეროვნული ნაკრების ვარჯიშების განრიგს და შეგახსენებთ, რომ საწვრთნელი პროცესი მედიისთვის, ტრადიციულად, ყოველდღე, საწყისი 15 წუთით იქნება ღია.
11 ოქტომბერი
21:00 - ოფიციალური მატჩი საქართველო-საბერძნეთი
gbf.ge