გუნდმა პირველად "ბასაზე" 3 ოქტომბერს ივარჯიშა, ოღონდ არასრული შემადგენლობით, ქეცბაიას განკარგულებაში სულ 17 ფეხბურთელი იყო: როინ კვასხვაძე, კოკა სეფიაშვილი, ირაკლი მაისურაძე, ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე, დავით თარგამაძე, გია გრიგალავა, შოთა გრიგალაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან მჭედლიძე, მურთაზ დაუშვილი, ალექსანდრე კვახაძე, სანდრო გურული, ალექსანდრე კოშკაძე და ოთარ მარცვალაძე.
გუშინ ნაკრებს შეუერთდნენ კახა კალაძე, ნუკრი რევიშვილი, გურამ კაშია და აკაკი ხუბუტია, რომლებმაც საღამოს გუნდთან ერთად ივარჯიშეს. მოგვიანებით შეკრებაზე გამოცხადდა ზურაბ ხიზანიშვილი და ლადო
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ეროვნული ნაკრების ვარჯიშების განრიგი გამოაქვეყნა - ტრადიციულად, წვრთნა მედიისთვის ღია საწყისი 15 წუთი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"