თემურ ქეცბაია: ბერძნებთან მოსაგებად გავალთ!

AutoSharing Option
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში, საქართველო-საბერძნეთის ხვალინდელ დაპირისპირების წინ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ეროვნული გუნდის თავკაცმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მოსაგებად გავლენ.

"ერთ კვირაზე მეტია უკვე ბაზაზე ვიმყოფებით. კარგად მიდის მზადება. ბიჭები ელოდებიან ხვალინდელ თამაშს. დანარჩენი უკვე ხვალ გამოჩნდება.

ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ გამოვიდეთ და თამაში მოვიგოთ. შეიძლება ეს თამაში ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად არაფერს წყვეტს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს - ეს ნაკრების თამაშია. მართალია,
ბერძნებს უფრო სჭირდებათ მოგება, რადგან ისინი პირველი ადგილისთვის იბრძვიან და გამარჯვება ძალიან უნდათ, მაგრამ ეს მატჩი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფში 9 მატჩი გამართა და 10 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს, ბერძნებთან გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხე ადგილზე აინაცვლებს, თუკი ხვალვე ხორვატებს შინ ლატვიელების ძლევა არ გაუჭირდებათ.

საქართველო-საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრა ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00-ზე დაიწყება.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. F ჯგუფი.
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 9 6 3 0 12-4 21
2. ხორვატია 9 6 1 2 16-7 19
3. ისრაელი 9 4 1 4 11-11 13
4. ლატვია 9 3 2 4 9-10 11
5. საქართველო 9 2 4 3 6-7 10
6. მალტა 9 0 1 8 4-19 1

11 ოქტომბერი
საქართველო-საბერძნეთი
ხორვატია-ლატვია
მალტა-ისრაელი
მკითხველის კომენტარები / 5 /
თემო ბერძნებთან მოსაგებათ რომ გახვალთ ფაქტია მაგრამ რის მოსაგებათ გახვალთ ფულის თუ ქულების ეს გამოჩნდება
nika
18:34 10-10-2011
0
როგორი იმედით შევყურებდი საქართველოს ნაკრებს ლატვიასთან და მალტასთან თამაშის შემდეგ ფეხბურთისკენ გახედვა აღარ მინდა
malxazi
18:58 10-10-2011
0

სიახლეები პოპულარული