სანტუში: საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერი და დისციპლინირებული გუნდია

AutoSharing Option
საბერძნეთის ეროვნული ნაკრები თბილისში გუშინ, ნაშუადღევს ჩამოფრინდა და სასტუმრო "რედისონში" დაბინავდა. მეტოქეს ჟურნალისტთა მრავალრიცხოვანი გუნდი ჩამოჰყვა - საბერძნეთისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩს თბილისიდან დაახლოებით 50 მედიელი გააშუქებს.

ამას გარდა, "მიხეილ მესხზე" სტუმართა გუნდს 150-მდე ბერძენი გულშემატკივარი უქომაგებს, რომელთაგანაც ნაწილი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ნაწილი კი - საქართველოში მომუშავე ბერძენია.

საბერძნეთის ეროვნული გუნდის თავკაც ფერნანდუ სანტუშის პრესკონფერენცია გუშინ საღამოს "მიხეილ მესხის" ახალ დარბაზში გაიმართა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჯერ ქართველ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა, შემდეგ კი ბერძენთა ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა.

- თქვენი ტაქტიკა თბილისში ფრეზე ხომ არ იქნება
ორიენტირებული?

- ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაა, ამასთანავე, თითოეულ მატჩში მხოლოდ გამარჯვებას ვგეგმავთ და ასეა ახლაც. თბილისში საკმაოდ რთული შეხვედრა გველის, დიდი მობილიზება და ბრძოლა დაგვჭირდება იმისთვის, რომ აქ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. რაკი ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ფრეც გვყოფნის, უკმაყოფილო არც ამ შედეგით დავრჩებით.

- როგორ დაახასიათებთ საქართველოს ნაკრებს?
- საკმაოდ ძლიერი და დისციპლინირებული გუნდია, რაც თემურ ქეცბაიას დამსახურებაა. მან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევ ძალად ექცია. ამ გუნდს ძლიერი მეტოქეების დამარცხება რომ შეუძლია, ეს წინა მატჩებშიც დაამტკიცა.

- იყო თუ არა ლოგიკური შედეგი საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრების პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ფრე?
- ალბათ, იყო, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ახლა უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე ერთი წლის წინ.

სანტუშმა ბოლოს ბერძენ ჟურნალისტებს შეახსენა, დღეს ჩემი დაბადების დღეაო და მანაც და მასმედიის წარმომადგენლებმაც ერთმანეთს უსურვეს, მწვრთნელის საიუბილეო თარიღი ერთმანეთისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მიელოცოთ.

საბერძნეთის ნაკრების ვარჯიში მედიისთვის თავიდან ბოლომდე ღია იყო, მაგრამ ალბათ სწორედ ამის გამო იყო, მოედანზე საინტერესო რომ არაფერი მომხდარა. წვრთნის ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ორად გაყოფილი ბერძნები ჩვეულებრივი "კვადრატით" ხალისობდნენ, ბოლოს კი ნახევარ მოედანზე ორკარა მხოლოდ რამდენიმე წუთით გააჩაღეს.

შეგახსენებთ, საბერძნეთის ნაკრებს თბილისში დისკვალიფიკაციის გამო გიორგიოს სამარასი, იანის ზარადუკასი და ავრამ პაპადოპულოსი ვერ დაეხმარებიან, ხოლო ვასილის ტოროსიდისი და სოტირის ნინისი ტრავმირებულნი არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დელიკატურად გვითხრა მოგიგებთ უეჭველიო.სინამდვილეში თქვა ფარჩაგები ხართო.
ramo
11:11 11-10-2011
0
dges berdznebs asiani mougebt,imito ro mtavari fexburtelebi ar kavt,egeni freze aackoben tamashs
kela
13:30 11-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული