თემურ ქეცბაია: შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო წარმატებული ციკლი

AutoSharing Option
საქართველო-საბერძნეთის მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

თემურ ქეცბაია: სამწუხაროა, რომ წავაგეთ მატჩი, რომელიც უნდა მოგვეგო. 10 კაცით 25 წუთის ჩატარება ძნელი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, დღეს იღბალიც არ იყო ჩვენს მხარეს.

დამთავრდა შესარჩევი ეტაპი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო წარმატებული ციკლი. მადლობას ვუხდი იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მთელი მატჩი იბრძოლეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ წავაგეთ.

- ბოლოდან მეორე ადგილი წარმატებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. იქნებ თქვათ, რას გულისხმობთ წარმატებულ ციკლში?!
- ბოლოდან მეორე ადგილს წარმატებად როგორ
ჩავთვლი. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ არა ადგილს, არამედ, გუნდის ჩამოყალიბების პროცესს, წინა ციკლში არსებულ მდგომარეობას. ჩამოყალიბდა გუნდი, რომელსაც შეუძლია ყველასთან ბრძოლა, მასში ნამდვილად იყო რაღაც პოზიტიური. თუმცა ეს წარმატებისთვის საკმარისი არაა.

იმედია, ახალი ციკლიდან ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან, გუნდი გაძლიერდება და შემდეგ ციკლში ჩამოყალიბდება გუნდი, რომელიც გულშემატკივრის იმედებს გაამართლებს. მეც ამბიციური მწვრთნელი ვარ და მინდა, რომ რაღაცას მივაღწიო.

- სამი ცვლილება ნაადრევად ხომ არ გააკეთეთ?
- ორი ცვლილება იძულებითი იყო და ცვლილებათა ლიმიტის ნაადრევად გამოყენება ამან გამოიწვია.

- როგორ არის თარგამაძე?
- ჯერ რაიმეს თქმა მიჭირს, იმედია, სერიოზული არაფერი სჭირს.

- შემდეგ შესარჩევ ციკლამდე საკონტროლო მატჩები თუ გაიმართება?
- მოლაპარაკება გვაქვს აშშ-ს ნაკრებთან, ლაპარაკია ორი მატჩის გამართვაზე, მათგან ერთი თბილისში, მეორე კი ამერიკაში რომ ჩატარდეს. თვის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა. თამაში მართლაც კარგი იქნება, განსაკუთრებით თბილისში.

- გაგიჭირდათ საკლუბო და სანაკრებო სპეციფიკაში არსებული განსხვავების დაძლევა?
- შედარებაც არ შეიძლება, ნაკრები უფრო პრესტიჟული და ძნელი სამუშაოა, ნახევარი წელი ჰაერში ვარ, ნაცვლად იმისა, რომ გუნდში ვიმუშავო. დამოკიდებული ხარ არა იმაზე, როგორ ავარჯიშებ ფეხბურთელებს, არამედ როგორ ივარჯიშებენ თავად ფეხბურთელები კლუბებში.

- თუ გრძნობთ, რომ გუნდი მოგყვებათ?
- ეს მოედანზე უნდა გამოჩნდეს. მაგრამ მეტი ხარისხი და უკეთესი კლასის მოთამაშე გვჭირდება.

- ახალგაზრდებში ჯერ არ ჩანან ფეხბურთელები, დღევანდელი მოთამაშეები რომ შეცვალონ და ვის მოყვანას აპირებთ?
- თუ ესპანეთთან წაგებით იმსჯელებთ, ცხადია, იქ ფეხბურთელის შერჩევა შეუძლებელი იყო, მაგრამ იმედია, გაიზრდებიან და შევსებას მივიღებთ.

- კარგია, რომ ორ გოლზე მეტი არ გაგვიშვია, მაგრამ ორი გოლიც მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში გავიტანეთ და ხომ არ თვლით, რომ შეტევაში რაღაც შესაცვლელია?
- რა თქმა უნდა, რაღაცეები შესაცვლელია. ამიტომაც გვსურს ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებში შეთანხმებული მუშაობა, რომ ბავშვები გავზარდოთ და ნაკრების მოთხოვნებს წინასწარ შევაჩვიოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კი კაცო, იმის თქმაც შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრები ყველაზე მაგარი ნაკრებია მსოფლიოში.
parunoze
00:52 13-10-2011
0
ეეჰ რაა სამწუხაროა რომ ქართულ ფეხბურთს ასეთი გულშემატკივრები ჰყავს,ქეცბაიაა აზრზე არ არისო ხალხი იძახის რომელიც დარცმუნებული ვარ 4 ტურის წინ ამ კაცის სასწაუკლ შედეგებზე ლაპარაკობდა ნაკრებში და ახლა თურმე ქეცბაია არის მოღალატე და ხალხი რომელიც აქამდე ქეცბაიას კმაყოფილი იყო და ახლა როცა ყველაზე მეტად სწორედ ქეცბაიას და საქარტველოს ნაკრებს უჭირს ესენი არიან მართლები?არა მგონია რომელიმე ფეხბურთელზე მეტად გინდოდეთ ნებისმიერ გულშემატკივარს გამარჯვება მაგრამ რაც შეგვიძლია ესაა,ვერავინ იტყვის რო ბიჭებმა ბოლომდე არ იბრძოლეს და თავი არ შეაკლესო,უბრალოდ ერთს ვიტყვი რა ჩემთვის რა თქმა უნდა კარგიაა როცა ძლიერი ნაკრები გვეყოლება და ბევრად მაგარ ფეხბურთს ვითამაშებთ,მაგრამ სანამ საქართველოში კიდევიქნებიან ისეთი გულშემატკივრები რომლებიც,კარგად თამაშისას ტაშს დაუკრავენ და სჰეცდომებისას გინებას არ დააკლებენ ადამიენბს გვერდში ამოდგომის ნაცვლად ვინც გინდა იყოს მწვრთნელი ქართულ ფეხბურთს მაინც არაფერი ეშველება და ამ შემთხევაში ჩემთვის მკვდრები სწორედ ესეთი გულშემატკივრები არიან და არა ის ფეხბურთი რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს,მე მჯერა ქეცბაიასი და მჯერა იმ ბიჭების რომლებიც საქართველოს სახელს იცავენ!ხალხს ღალატი ის გონია რო გამაჯვებულს მიხვალ და მიულოცავ გულიით და გამყიდველობა ჩემი ზრით ის არის ცჰვენ ბიჭებს და მწვრთნელს ასე რომ ლანძღავთ და აგინებთ!!!
goga abesadze
16:54 12-10-2011
0

სიახლეები პოპულარული