ლაპარაკია აშშ-ის ნაკრებთან ორი მატჩის გამართვაზე, ერთი თბილისში უნდა გაიმართოს, მეორე კი ამერიკაში.
ქეცბაიას განსაკუთრებით თბილისური მატჩის პერსპექტივა ახარებს, რადგან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 15 მატჩიდან "ჯვაროსნებმა" საქართველოში მხოლოდ 6 ითამაშეს.
როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთის ფედერაციაში ახლა ამერიკელების პასუხს ელიან. მათ თამაშის სურვილი გამოხატეს, ახლა მთავარია, ვადები შეთანხმდეს, მატჩები კი ამერიკა-საქართველოს მეგობრული ურთიერთობის 20 წელიწადს უნდა მიეძღვნას.
თუ ამერიკელები დათანხმდებიან, პირველი შეხვედრა თბილისში წელსვე გაიმართება, ნოემბერში, მეორე კი გაისად ამერიკაში.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ფედერაციებთანაც, თუმცა ყველაფერი ამერიკელების პასუხზეა დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ორჯერ ყავდა 60-იან და 70-იან წლებში. ამიტომ ჯერ ფეხბურთელები და მერე გუნდი.