თემურ ქეცბაია აკაკი გოგიას კიდევ ერთხელ დაელაპარაკება

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გერმანიაში გაზრდილი ქართველი ფეხბურთელი აკაკი გოგია საქართველოს ნაკრებში თამაშზე დაითანხმა. მანამდე "აუგსბურგის" 19 წლის შემტევი ნახევარმცველი თავს იკავებდა და გერმანიის სახელით თამაში სურდა.

თუმცა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა თანამშრომელმა თამაზ ბოკერიამ (რომელიც გოგიასთან მოლაპარაკების ინიციატოირი გახლდათ) გაიხსენა, რომ გოგია 2009 წელს თანახმა იყო, შვეიცარიაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს გაჰყოლოდა (გუნდს მაშინ გელა შეყილაძე წვრთნიდა), ბარგიც ჩალაგებული ჰქონდა, მაგრამ... ვინ უწყის, ასე საკლუბო კარიერას აიწყობდა თუ არა.

გადაწყვეტილებას, ეთამაშა გერმანიის ნაკრებში, ასე ხსნიდა -
კარიერააუწყობელი მოთამაშე ვერც თავს გამოადგებოდა და ვერც საქართველოს. სამწუხაროდ, ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე ბოლო წლებში უცხოეთში გაზრდილი არაერთი ქართველი დამდგარა, მაგრამ უმრავლესობა საბოლოო არჩევანს მაინც საქართველოს სასარგებლოდ აკეთებდა.

ასე მოხდა გოგიას შემთხვევაშიც, თუმცა ქეცბაიასთან შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ აკაკი გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, რომელიც 5 ოქტომბერს იტალიას, 9-ში კი შვეიცარიას შეხვდა.

ფედერაციაში იციან, რომ გოგია შეკრებაზე იყო, თუმცა ასაკობრივ ნაკრებში თამაში საქართველოს ეროვნული გუნდის ფორმის მორგებაში ხელს ვერ შეუშლის.

ფედერაციაში გვითხრეს, რომ ქეცბაია გოგიას კიდევ ერთხელ დაელაპარაკება, პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება და შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში გოგიას დებიუტი უახლოეს პერიოდში შედგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაცი გერმანიაშია გაზრდილი და რა ჯანდაბა უნდა საქართველოს ნაკრებში?
lasha
17:28 14-08-2012
0
უღალატე არა კვახი კიდე!!! ეგ არაა ღალატი!!!
გაქცევას და თავის გარიდებას შორის დიდი განსხვავებაა!
რა ჯანდაბა უნდა აქ, არაფერი არ გამოვა რა და იქ თამაშით უფრო გამოადგება საკუთარ ქვეყანას!

წადი შვილო მიხედე შენ თავს ვიღაცა ხარ მანდ, აქ თავი არ გაიფუჭო, ითამაშე გერმანიაში და მიხედე მომავალს!
Qartveli
14:53 22-10-2011
0

სიახლეები პოპულარული