საქართველო-მოლდოვა 11 ნოემბერს

AutoSharing Option
ეს ამბავი გუშინ გადაწყდა: მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციიდან მოვიდა თანხმობა, რომ 11 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში მოლდოველებს უმასპინძლოს.

ეს დღე უეფას კალენდარული დღეა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამიტომაც სურდა სანაკრებო მატჩის გამართვა. თემურ ქეცბაია 15 ნოემბერს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრის გამართვაზე ფიქრობდა, მოლაპარაკებაც მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან, მაგრამ ბოლო მომენტში ამერიკელებმა თამაში იუარეს, რადგან გუნდის შესაკრებად მათთვის მოუხერხებელი დრო იყო.

ასე რომ, ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ფეხბურთით აღნიშვნა სამომავლოდ გადაიდო.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას თქმით, მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე ფედერაციასთან მიმდინარეობდა,
მაგრამ უმრავლესობა მატჩს მხოლოდ იმ შემთხევვაში თანახმდება, თუ "ჯვაროსნები" იქით ესტუმრებიან, საქართველოში ჩამოსვლაზე კი თავს იკავებენ.

ერთი სიტყვით, ნოემბერში კარგად ნაცნობ მოლდოველებთან მოგვიწევს გაჯიბრება. რუმინელ გავრილ ბალინტის დამოძღვრილმა ნაკრებმა ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის ჯგუფში მეხუთე ადგილი გაიკავა და მხოლოდ სან მარინოს გაასწრო.

ცხადია, სასურველი იქნებოდა უფრო ძლიერ ნაკრებთან მატჩი, მაგრამ ევროპა ჩვენ ისე გვიყურებს, როგორც ჩვენ მოლდოვას - ჯგუფში ორივე მეხუთე ადგილზე გავედით და ნუ გვიკვირს, რომ ამხანაგობაზე არ გვთანხმდებიან.

უფრო უსიამოვნო კი ის არის, რომ 9 შეხვედრაში მოლდოველებმა უფრო მეტჯერ, ოთხჯერ მოგვიგეს, ქართველებმა კი მხოლოდ სამჯერ იმარჯვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული