თემურ ქეცბაიამ 25 ფეხბურთელს უხმო

AutoSharing Option
დღეს საღამოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, ვინც მოლდოვას ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.

მეკარეები

ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), კონსტანტინე სეფიაშვილი ("გაგრა")

მცველები
ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), ალექსანდრე კვახაძე ("მეტალურგი", რუსთავი), აკაკი ხუბუტია ("სამსუნსპორი", თურქეთი), კახაბერ ალადაშვილი ("ზესტაფონი")

ნახევარმცველები
მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი", რუსთავი), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"),
დათო კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), გიორგი განუგრავა ("ლომბარდ პაპა", უნგრეთი), თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი"), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი)

თავდამსხმელები
ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი"), დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი", რუსთავი), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი" კიევი, უკრაინა)

ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 7 ნოემბერს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყებს. მოლდოვას ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი კი, 11 ნოემბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
კალაძის გამოუძახებლობის მიზეზი რა არის? შემთხვევით პოლიტიკა ხომ არა???
0
დვალი ისევ არ გამოიძახა... გასაგიჟებელი ამბავია. არ შეიძლება რომელიმე ჟურნალისტმა კითხოს ბატონ თემურს, თუ რატომ არ იძახებს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს?
goleta888
18:54 27-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული