მეტოქის თავკაცმა გავრილ ბალინტმა სათბილისოდ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: არტიომ გაიდუკევიჩი (დაჩია), ალექსანდრ ზვიაგინცევი (შერიფი), გენადი მოშნიაგა (სფინტულ გეორგე);
მცველები: პიოტრ რაკუ (ნორჩეპინგი, შვედეთი), სემიონ ბულგარუ (ალანია, რუსეთი), ალექსანდრ ეპურიანუ (დინამო, რუსეთი), იგორ არმაში (ყუბანი, რუსეთი), ალექსანდრ კელტუიალე (ზიმბრუ), ადრიან კაშკავალი (აკადემია), ვიქტორ გოლოვატენკო (სიბირი, რუსეთი);
ნახევარმცველები: ალექსანდრ დედოვი (დაჩია), სტანისლავ ივანოვი (ლოკომოტივი, რუსეთი), ვალერი ანდრონიკი
თავდამსხმელები: გეორგი ოვსიანიკოვი (ოლიმპია), ალექსანდრ სუვოროვი (კრაკოვია, პოლონეთი), ანატოლი დოროში, იგორ ბუგაევი (ორივე – ასტანა, ყაზახეთი).
მოლდოვის ნაკრებს ერთბაშად შვიდი დებიუტანტი ჰყავს – ზვიაგინცევი, მოშნიაგა, კაშკავალი, ფუნდუი, კატანი, პისლე და დედოვი. მოლდოვაში განსაკუთრებით ამ უკანასკნელის ეიმედებათ. 22 წლის დედოვი კიშინიოვის "დაჩიას" ერთ-ერთი ლიდერია და თავი "ზესტაფონთან" კარგი თამაშით დაგვამახსოვრა.
მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ პირდაპირ განაცხადა, რომ ბალინტის ბედი ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, საქართველო-მოლდოვა 11 ნოემბერს "მიხეილ მესხზე" 18 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"