მოლდოვა შვიდი დებიუტანტით მოდის

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ის შემადგენლობა გაგაცანით, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მოლდოვასთან ამხანაგური მატჩისთვის უხმო. გუშინ კი მოლდოველთა შემადგენლობაც გახდა ცნობილი.

მეტოქის თავკაცმა გავრილ ბალინტმა სათბილისოდ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: არტიომ გაიდუკევიჩი (დაჩია), ალექსანდრ ზვიაგინცევი (შერიფი), გენადი მოშნიაგა (სფინტულ გეორგე);
მცველები: პიოტრ რაკუ (ნორჩეპინგი, შვედეთი), სემიონ ბულგარუ (ალანია, რუსეთი), ალექსანდრ ეპურიანუ (დინამო, რუსეთი), იგორ არმაში (ყუბანი, რუსეთი), ალექსანდრ კელტუიალე (ზიმბრუ), ადრიან კაშკავალი (აკადემია), ვიქტორ გოლოვატენკო (სიბირი, რუსეთი);
ნახევარმცველები: ალექსანდრ დედოვი (დაჩია), სტანისლავ ივანოვი (ლოკომოტივი, რუსეთი), ვალერი ანდრონიკი
(სკა-ენერგია, რუსეთი), ვალენტინ ფუნდუი (მილსამი), დენის ზმეუ (ვასლუი, რუმინეთი), რადუ კატანი (ზიმბრუ), ევგენი ჩებოტარი (ჩაჰლაული, რუმინეთი), დან პისლე (აკადემია);
თავდამსხმელები: გეორგი ოვსიანიკოვი (ოლიმპია), ალექსანდრ სუვოროვი (კრაკოვია, პოლონეთი), ანატოლი დოროში, იგორ ბუგაევი (ორივე – ასტანა, ყაზახეთი).

მოლდოვის ნაკრებს ერთბაშად შვიდი დებიუტანტი ჰყავს – ზვიაგინცევი, მოშნიაგა, კაშკავალი, ფუნდუი, კატანი, პისლე და დედოვი. მოლდოვაში განსაკუთრებით ამ უკანასკნელის ეიმედებათ. 22 წლის დედოვი კიშინიოვის "დაჩიას" ერთ-ერთი ლიდერია და თავი "ზესტაფონთან" კარგი თამაშით დაგვამახსოვრა.

მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ პირდაპირ განაცხადა, რომ ბალინტის ბედი ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, საქართველო-მოლდოვა 11 ნოემბერს "მიხეილ მესხზე"  18 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული