იმ 25-კაციან სიაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ცვლილებაა.
ტრავმირებული დიმიტრი ტატანაშვილის ნაცვლად, ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანს, შემტევ ნახევარმცველს - გიორგი ჯანელიძეს უხმო. ჯანელიძე ეროვნულ გუნდში პირველადაა გამოძახებული. თუმცა, ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია.
აქვე, შეგახსენებთ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სრულ სიას:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), კონსტანტინე სეფიაშვილი ("გაგრა")
მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), ალექსანდრე კვახაძე ("მეტალურგი", რუსთავი), აკაკი ხუბუტია ("სამსუნსპორი", თურქეთი), კახაბერ ალადაშვილი ("ზესტაფონი")
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი", რუსთავი), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), დათო კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), გიორგი განუგრავა ("ლომბარდ პაპა", უნგრეთი), თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი"), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი,რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი" კიევი, უკრაინა), გიორგი ჯანელიძე ("ვიტ ჯორჯია", თბილისი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი")
ამჟამად, საწვრთნელ ბაზაზე ქეცბაიას განკარგულებაში 21 ფეხბურთელია. შეკრებაზე ჯერ არ ჩამოსულან ზურაბ ხიზანიშვილი, გურამ კაშია, ლადო დვალიშვილი და გია გრიგალავა.
ნაკრების პირველი ვარჯიში დღეს საღამოსვეა დაგეგმილი; თუ ამინდმა "ჯვაროსანთა" გეგმებში იძულებითი ცვლილებები არ შეიტანა.
gff.ge