22 წლის ნახევარმცველმა მართლაც ჩინებულად ითამაშა და ქეცბაიას ყურადღება სამართლიანად დაიმსახურა. მეორე ტაიმში მასპინძლები სრულ უპირატესობას რომ დაეუფლნენ, ამაში დიდი როლი სწორედ ჯანელიძემ ითამაშა.
"ვიცოდი, რომ "დინამოსთან" შეხვედრას ნაკრების მწვრთნელები ესწრებოდნენ და, ცხადია, ამანაც იმოქმედა. ეტყობა, ურიგოდ არ მითამაშია და ქეცბაიაზე ცუდი შთაბეჭდილება არ დამიტოვებია. ძალიან მიხარია, ნაკრებში რომ გამომიძახეს. ეს დღეს ჩვენმა
ნაკრებში გამოძახება ბევრს ნიშნავს და ამიტომ ეს შანსი უნდა გამოვიყენო. თუ თამაშის საშუალება მომეცა, შევეცდები, იმედები გავამართლო", - ამბობს ჯანელიძე.
მისი აზრით, წლეულს ჩემპიონატი ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა წლებში:
"კარგი ჩემპიონატია, რაზეც მოედნების ხარისხის გაუმჯობესებამ იმოქმედა. ახლა უკეთეს საფრებზე გვიწევს გასვლა, ვიდრე წინა წლებში და თამაშიც ბევრად უკეთ გამოგვდის. მაგალითისთვის ჩვენი და თბილისის "დინამოს" ბოლო შეხვედრა გამოდგება. ფეხბურთელებმაც ვისიამოვნეთ და, ვფიქრობ, მატჩი მაყურებელსაც მოეწონა. ჩვენს ჩემპიონატში ასეთ ტემპს, ლამაზ და დაძაბულ სანახაობას ბევრი ვერ წარმოიდგენდა. ბურთი მოედნის ცენტრში არ ყოვნდებოდა, სულ შეტევები და მომენტები იყო. ასეთ თამაშებში ფეხბურთელი უეჭველად გაიზრდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"