ლადო დვალიშვილი: ეს ციკლი ჩემთვის წარუმატებელი იყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ერთად, გუშინ "ბასაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაიფას "მაკაბის" თავდამსხმელი ლადო დვალიშვილიც გამოცხადდა და კითხვებს უპასუხა.

- ნაკრები ერთი ფორვარდით თამაშობს და მეტწილად მეწყვილე არ გყავდათ. ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნიდათ?
- რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, როდესაც მხოლოდ ერთი თავდამსხმელი თამაშობს. თუმცა, მწვრთნელი რა დავალებასაც მომცემს, მეც იმას ვასრულებ.

- მატჩისთვის ფიზიკურად მზად ხართ?
- დიახ, თავს ნორმალურად ვგრძნობ.

- საქართველომ მოუგო ხორვატიას, მაგრამ როდესაც გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა და ლატვიას შევხვდით, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ
გადამწვეტი ბრძოლისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ იყავით.
- ფეხბურთიც იმითაა საინტერესო, რომ წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. ხორვატიასთან ერთი მომენტი გვქონდა და გამოვიყენეთ, ლატვიასთან კი ბევრი შანსი მოგვეცა და მაინც წავაგეთ. საერთოდ, ეს ძალიან დასანანი შეხვედრა იყო.

- ალბათ, გასულ შესარჩევ ციკლში საკუთარ თამაშს წარუმატებლად თვლით.
- სამწუხაროდ, ასეა - ციკლი ჩემთვის წარუმატებელი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული