დღეს საქართველო-მოლდოვაა - ამხანაგური, ოღონდ მნიშვნელოვანი და თან უფასო

AutoSharing Option
დღეს, 18 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მოლდოვას ამხანაგურად უმასპინძლებს.

გუშინ, საღამოს, თემურ ქეცბაიამ გუნდი "მიხეილ მესხზე" ავარჯიშა. მოედანზე ნაკრებში გამოძახებული 24-ივე ფეხბურთელი იყო, ყველა ჯანმრთელად არის და სრულადაც დაიტვირთნენ.

მატჩს აზერბაიჯანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება ვუსალ ალიევის ხელმძღვანელობით. ალიევი გამოცდილი რეფერია, მეხუთე წელია, ფიფას არბიტრია.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩზე დასწრება უფასოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მსაჯია მაგარიი დზნაან :)))))
s_a_n_d_r_o.dinamo
17:23 11-11-2011
0
უფასო იქნება აბა რაა,ხალხი მაინც არ მივიდოდა და ახლაც ნაკლები იქნება ხალხი სტადიონზე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული