საქართველო-მოლდოვას ექო: ბალინტისთვის საბედისწერო თავხოტორების დუელი

AutoSharing Option
უინტერესო არ უნდა იყოს, რა გამოხმაურება მოჰყვა 11 ნოემბრის თბილისურ მატჩსა და მარცხს მოლდოვაში. "მოლდფუტბოლი" აზერბაიჯანელი არბიტრის, ვუსალ ალიევის მსაჯობას აღმაშფოთებელს უწოდებს, თუმცა მოლდოველთა უსუსურობაზე, მასპინძელთა დამსახურებულ გამარჯვებასა და მწვრთნელ გაბი ბალინტის წასვლის აუცილებლობაზეც მსჯელობს.

"ვინ ვინ და, ქართველები ჩვენთვის ლამის შინაურები არიან. მოლდოვის ნაკრები დაარსების დღიდან მათთან თამაშობს და ხშირად წარმატებითაც. თუმცა საეჭვოა, ფეხბურთელები აღფრთოვანებულები ყოფილიყვნენ შესარჩევი ციკლის შემდეგ სპარინგის გამართვის და კლუბიდან მოწყვეტის გამო.

სავსებით შესაძლებელია, თბილისური მატჩი მწვრთნელის პოსტზე გაბი ბალინტისთვის უკანასკნელი არმოჩნდეს. რუმინელ სპეციალისტს მოლდოვის ფედერაციასთან
კონტრაქტი დაუმთავრდა და დრო გვიჩვენებს, გაუგრძელებენ თუ არა.

თამაში მოლდოველმა თავდამსხმელებმა ჩააგდეს, თუმცა არა მხოლოდ მათ. მეორე ნახევარი მოლდოვამ სამი ნომინალური ფორვარდით დაიწყო, მაგრამ ქართველები მაინც უკეთ გამოიყურებოდნენ; ქართველთა მეკარეს საქმე არც ჰქონია, მეორე ტაიმში მის კარში არც დაურტყამთ.

დიახ, ქართველებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს, მაგრამ ამ გამარჯვებას უხარისხო მსაჯობის გემო დაჰკრავდა. ორი მოგონილი პენალტი და სადავო გაძევება. ვითომ აზერბაიჯანელმა მსაჯმა ორხეიში გამართული მოლდოვა-საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩისთვის იძია შური?

ორი თავხოტორა მწვრთნელის "დუელი" თემურ ქეცბაიამ მოიგო, მისი ვიზავი გაბი ბალინტისთვის კი მაგიური დღე 11.11.11 ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე, ალბათ, ბოლო თამაში იყო", - წერს "მოლდფუტბოლი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული