გიორგი განუგრავა: გამარჯვება ნაკრებს ჰაერივით სჭირდებოდა

AutoSharing Option
18 წლის გიორგი განუგრავამ 2006 წელს ეროვნულ ნაკრებში მერვე შეხვედრა ჩაატარა, კარიერა თითქოს იდეალურად ჰქონდა აწყობილი, მაგრამ საქმეები სწორედ მას შემდეგ აერია - ჯერ ტრავმებმა გააწვალა, მერე კლუბთან გაურთულდა ურთიერთობა, მხოლოდ წლების შემდეგ, უნგრეთში მოახერხა ფორმის აღდგენა და ნაკრებში მორიგი შანსი მიეცა.

გიორგი ახლა უნგრეთის "დიორი ეტოს" ეკუთვნის, მაგრამ "ლომბარდ პაპაშია" განათხოვრებული, სადაც მიმდინარე სეზონში ძირითადის მოთამაშე გახდა და 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მიიწვია.

მოლდოვასთან ამხანაგურ შეხვედრაში ქეცბაიას ბევრი მოთამაშის გამოცდა სურდა და ერთი
მათგანი განუგრავაც იყო, რომელიც მოედანზე 53-ე წუთზე გამოჩნდა.

"მიხარია, ნაკრებში თამაშის საშუალება რომ მომეცა, თანაც, მოგებულ შეხვედრაში. წარუმატებელი სერიის შემდეგ გამარჯვება ნაკრების წევრებს ჰაერივით სჭირდებოდათ და, იმედია, ეს ფსიქოლოგიურად ყველას წაადგება.

შევეცადე, იმედი გამემართლებინა, რა გამოვიდა აქედან, ეს მწვრთნელმა უნდა შეაფასოს"- ამბობს განუგრავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული