"ზესტაფონმა" გადადებული მატჩი მოიგო

AutoSharing Option
დღეს ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე ფოთის "კოლხეთსა" და "ზესტაფონს" შორის საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ლანჩხუთის სტადიონის დატბორვის გამო გადაიდო.

მატჩი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. "მარგველთა" რიგებიდან პირველი გოლი გიორგი აფციაურმა გაიტანა, ხოლო მატჩში საბოლოო ანგარიში ნიკოლოზ გელაშვილმა დააფიქსირა.

აღნიშნული შეხვედრის მოგებით "ზესტაფონმა" საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა, მას ერთი ქულით ქუთაისის "ტორპედო" ჩამორჩება.

"კოლხეთი"-"ზესტაფონი" 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 აფციაური (39), 0:2 გელაშვილი (44)
გაფრთხილებები: გელაშვილი
არბიტრი: მ.ბეუქლიშვილი

კოლხეთი: ნადირაშვილი, ცხვიტარია (გულუა 69), ინწკირველი,
ლომაშვილი, მეგრელიშვილი, შავგულიძე (გოგონაია 54), ქებაძე (ცხადაია 46), გვალია, დათუნაიშვილი, მდივნიშვილი, ციცხვაია.
მწვრთნელი: დავით მახარაძე

ზესტაფონი: მამალაძე, ალადაშვილი, ღონღაძე, ონიანი, ელიავა, გორგიაშვილი (შარვაძე 78), ბაბუნაშვილი, გრიგალაშვილი, აფციაური (ფიფია 69), გელაშვილი (ბენაშვილი), დვალი.
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული