29 თებერვალს ალბანეთი გვესტუმრება

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრები 2012 წლის სეზონს 29 თებერვალს ალბანეთთან ამხანაგური შეხვედრით გახსნის. ეს ინფორმაცია გუშინ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა:

"საქართველოს ნაკრები 2012 წლის სეზონს თბილისში, ალბანეთის ნაკრებთან მატჩით გახსნის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ალბანურ მხარესთან და სიტყვიერი შეთანხმებაც არსებობდა. დღეს საღამოს კი, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან სფფ-ში ოფიციალური წერილი მოვიდა, სადაც დადასტურებულია, რომ 2012 წლის 29 თებერვალს ალბანეთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს საქართველოს ეროვნულ გუნდთან.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით ახლა.... ბოვში უნდა წამევიყვანო და 10 ლარად პორნოგრაფიას ნუ გვაყურებინებთ...
state
13:52 07-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული