ოფიციალურად: კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მინიმუმ კიდევ 2 წლით იგორ კოკოშკოვი უხელმძღვანელებს.

თუმცა ხელშეკრულება 2+2 წლიანია და სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი ზედმეტი პროცედურების გარეშე, თავისთავად გახანგრძლივდება.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტის" საპრესკონფერენციო დარბაზში სერბ სპეციალისტთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

იგორ კოკოშკოვი თბილისში ამერიკიდან წუხელ ჩამოფრინდა და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ყვარელში გაემგზავრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტისგან ეროვნულ ნაკრებში გაწეული შრომისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული