რაც შეეხება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენ მეტოქეებს, ბელარუსის ნაკრებმა (501) ასევე ერთი საფეხურით წაიწია წინ და ამჟამად 64-ე ადგილზეა. წინსვლა აქვს ფინეთსაც, ჩვენი მეტოქე 86-ე (405) პოზიციაზე იმყოფება. უცვლელად მე-15 ადგილს იკავებს საფრანგეთის ნაკრები.
აქვე შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს საქართველოს ნაკრები ალბანეთთან (450) ამხანაგურ მატჩს გამართავს. ცნობისთვის, ალბანელები ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში ერთი ქულით ჩამოგვრჩებიან და 74-ე პოზიციაზე არიან.
რეიტინგის პირველ ათეულში ცვლილები არ ყოფილა.