საქართველო ფიფას რეიტინგში - მცირე პროგრესი უთამაშებლად

AutoSharing Option
ფიფას წინა რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ სულ რამდენიმე სანაკრებო მატჩი ჩატარდა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ "კოკა კოლასთან" ერთად დეკემბრის თვის რეიტინგი მაინც გამოაქვეყნა.

ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო რეიტინგში, რასაკვირველია, მინიმალური ცვლილებებია, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა უთამაშებლად მაინც შეძლო ერთი ადგილით დაწინაურება - 74-დან 73-ე პოზიციაზე აინაცვლა.

რაც შეეხება თემურ ქეცბაიას გუნდის მომავალ მეტოქეებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში - ესპანეთი, ბუნებრივია, რეიტინგის ერთპიროვნული ლიდერია, საფრანგეთი მე-15 საფეხურზე დარჩა, ბელარუსი 65-დან 64-ზე გადავიდა, ფინეთი კი ორი ადგილით აღზევდა და დღეისთვის 86-ეა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ალბანეთის ნაკრები, რომელსაც 29 თებერვალს თბილისში ვუმასპინძლებთ, საქართველოს ეროვნულ გუნდს კუდში მისდევს - 74-ეა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ჩვენი ნაკრები მეშვიდეა და რუსეთს, სომხეთს, უკრაინას, ესტონეთს, ბელარუსსა და ლატვიას ჩამორჩება.

რეიტინგის ზეათეულში ყველაფერი უცვლელად დარჩა.

1. ესპანეთი
2. ჰოლანდია
3. გერმანია
4. ურუგვაი
5. ინგლისი
6. ბრაზილია
7. პორტუგალია
8. ხორვატია
9. იტალია
10. არგენტინა
...73. საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლატვიას, ესტონეთს(!), ბელარუსს და სომხეთს(!!) როცა ჩამორჩები... ვინღა დარჩა? საკალათბურთო ქვეყანა ლიტვა, მოლდოვა თითქმის ჩვენთანაა, (ფუტსალში წინაც არის) და შუა აზიის ქვეყნები??? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს....
დევიდ აირონს
11:20 22-12-2011
0
მაგარი "პროგრესია"-მემრის 72- ზე რომ გავალთ, აი ეს იქნება ჩვენი ფეხბურთის აპოგეა.
shushtaka
12:24 22-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული