სანტუშის დებიუტი ჩვენთან შედგება

AutoSharing Option
საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლის იმედიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ორ სასტარტო მატჩში, 3 სექტემბერს საქართველოსა და 7 სექტემბერს ხორვატიასთან ექნება. როგორც იცით, საქართველოს ნაკრებს ბერძნები შინ ეთამაშებიან, ხორვატიას კი სტუმრად დაუპირისპირდებიან. თემურ ქეცბაიას გუნდთან შეხვედრა სანტუშისთვის საბერძნეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი ოფიციალური თამაში იქნება. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ პორტუგალიელმა სანტუშმა ამ თანამდებობაზე სახელგანთქმული გერმანელი ოტო რეჰაგელი შეცვალა.

ბერძნებს ორი ახალწვეული ჰყავთ – "პანათინაიკოსის" თავდამსხმელი ანტონის პეტროპულოსი და იტალიური "ბრეშას" ნახევარმცველი პანაიოტის
კონე.

სანტუშის გუნდის სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ალექსანდროს ცორვასი (პანათინაიკოსი), მიხალის სიფაკისი (არისი);

მცველები: ლუკას ვინტრა, იურკას სეიტარიდისი, ნიკოს სპიროპულოსი (სამივე - პანათინაიკოსი), სოკრატის პაპასტატოპულოსი (მილანი), ავრაამ პაპადოპულოსი (ოლიმპიაკოსი), სტელიოს მალეცასი (პაოკ), გიორგიოს ცაველასი (აინტრახტი), იანის მანიატისი (პანიონიოსი);

ნახევარმცველები: კოსტას კაცურანისი, სოტირის ნინისი, გიორგიოს კარაგუნისი (სამივე – პანათინაიკოსი), ალექსანდროს ციოლისი (რასინგი), ვასილის ტოროსიდისი (ოლიმპიაკოსი), პანტელის კაფესი (აეკ), პანაიოტის კონე (ბრეშა);

თავდამსხმელები: ანტონის პეტროპულოსი (პანათინაიკოსი), დიმიტრის სალპინიდისი (პაოკ), გიორგიოს სამარასი (სელტიკი), კოსტას მიტროღლუ (ოლიმპიაკოსი), თეოფანის გეკასი (აინტრახტი).

შეგახსენებთ, საბერნეთისა და საქართველოს ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხი ოფიციალური და ერთიც ამხანაგური მატჩი უთამაშიათ. ყველა შეხვედრაში გამარჯვებას ბერძნებმა მიაღწიეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული