ისრაელი ექვს ქულას გეგმავს

AutoSharing Option
ისრაელის ნაკრების ფრანგმა თავკაცმა ლუის ფერნანდესმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პირველი ორი შესარჩევი მატჩისთვის უხმო. 2 სექტემბერს ებრაელები მალტას უმასპინძლებენ, 7-ში კი თბილისში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ისრაელის ნაკრებს ორი დებიუტანტი ჰყავს – თელ-ავივის "მაქაბის" ნახევარმცველები, ელირან ათარი და იოვალ ავიდორი. ჩვენი მეტოქის ბანაკში ოპტიმისტური განწყობაა. ისრაელის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები საკვალიფიკაციო ციკლის სტარტზე ექვსი ქულის მოპოვებას გეგმავენ.

ფერნანდესის გუნდის სრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: დუდუ ავათე (მალიორკა), ოჰად ლევიტა (ვაალვიკი), დუდუ გორეში (ჰაპოელ
აკო);

მცველები: ტალ ბენ ჰაიმი (ვესტ ჰემი), დექელ ქეინანი (ბლექპული), იოან ზივი (მაქაბი თ-ა), დედი ბენ დაიანი, დანი ბონდარი (ორივე - ჰაპოელი თ-ა);

ნახევარმცველები: იოსი ბენაიუნი (ჩელსი), ტამირ კოენი (ბოლტონი), ალმოგ კოენი (ნიურნბერგი), ბირამ ქაიალი (სელტიკი), ავიჰაი იადინი, ერან ზაჰავი, გილ ვერმუთი (ყველა - ჰაპოელი თ-ა), ეიალ გოლასა, ლიორ რაფაელოვი (ორივე - მაქაბი ჰ), მაორ მელიქსონი (ჰაპოელი ბ-შ);

თავდამსხმელები: შლომი არბეიტმანი (გენტი), ეთეი შეხტერი, ბენ საჰარი (ორივე - ჰაპოელი თ-ა), იუვალ ავიდორი, ელირან ათარი (ორივე - მაქაბი თ-ა).

 
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული