საქართველოს ნაკრებმა 2012 წელი ფიფას რეიტინგში დაქვეითებით დაიწყო

AutoSharing Option
ფიფა-კოკაკოლას იანვრის თვის რეიტინგში საქართველოს ნაკრები სამი ადგილით დაქვეითდა და ახლა 76-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ნოემბერში მოლდოვასთან გამართული ამხანაგური მატჩის (2:0) შემდეგ თემურ ქეცბაიას შეგირდებს აღარ უთამაშიათ.

მსოფლიოს საფეხბურთო რეიტინგს კვლავ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი უდგას სათავეში. ჩვენი ჯგუფის მეორე ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები კი კვლავ მეთხუთმეტეა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე ბელარუსი ერთი ადგილით ჩამოქვეითდა და 65-ე პოზიციაზეა. ერთი ადგილით აღზევდა ფინეთი და 85-ეა.

ფიფა-კოკაკოლას რეიტინგის პირველი ათეული, რომელშიც წელს ცვლილებები არ მომხდარა, ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი
2. ჰოლანდია
3. გერმანია
4. ურუგვაი
5. ინგლისი
6. ბრაზილია
7. პორტუგალია
8. ხორვატია
9. იტალია
10. არგენტინა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ გუნდს, მდგომარეობის გამოსწორების შანსი ქეცბაიას ნაკრებს წლის პირველ თამაშში, ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მიეცემა, რომელიც "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე 29 თებერვალს შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული