შეგახსენებთ, რომ შარშან ნოემბერში მოლდოვასთან გამართული ამხანაგური მატჩის (2:0) შემდეგ თემურ ქეცბაიას შეგირდებს აღარ უთამაშიათ.
მსოფლიოს საფეხბურთო რეიტინგს კვლავ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი უდგას სათავეში. ჩვენი ჯგუფის მეორე ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები კი კვლავ მეთხუთმეტეა.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე ბელარუსი ერთი ადგილით ჩამოქვეითდა და 65-ე პოზიციაზეა. ერთი ადგილით აღზევდა ფინეთი და 85-ეა.
ფიფა-კოკაკოლას რეიტინგის პირველი ათეული, რომელშიც წელს ცვლილებები არ მომხდარა, ასე გამოიყურება:
2. ჰოლანდია
3. გერმანია
4. ურუგვაი
5. ინგლისი
6. ბრაზილია
7. პორტუგალია
8. ხორვატია
9. იტალია
10. არგენტინა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ გუნდს, მდგომარეობის გამოსწორების შანსი ქეცბაიას ნაკრებს წლის პირველ თამაშში, ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მიეცემა, რომელიც "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე 29 თებერვალს შედგება.