საქართველოს ნაკრების მილიონები და დაბალი შედეგი

AutoSharing Option
წერილის იდეა სპონტანურად დაიბადა. რედაქციაში ვკამათობდით, რატომ არის საქართველო შესარჩევ ჯგუფში მეხუთე ადგილზე და როგორ უნდა გაესწრო ჩვენთვის ლატვიას, რომელსაც ჩვენებისნაირი ფეხბურთელები არ ჰყავს?

ლოგიკური იყო თუ არა, ლატვიელებმა რომ გვაჯობეს და რამდენი ფეხბურთელი ჰყავთ, მილიონზე მეტად რომ ფასობს? ამ ლაპარაკში დაიბადა კითხვაც, რა განაპირობებს ჩვენსავით რიცხვმცირე ხორვატთა წარმატებას, ან რისი წყალობით იყოჩაღეს ჩვენზე მცირერიცხოვანმა ესტონეთმა და ბოსნიამ? რად ღირს ევროპის ჩემპიონატის ზღვრამდე მისული ესტონეთის გმირობა, რომელიც პლეი ოფიდან ირლანდიამ გამოაგდო; ასევე პლეი ოფში "გააჩერეს" ბოსნია; აქამდე არ მისულა, მაგრამ
ღირსეულად ითამაშა სომხეთის ნაკრებმაც.

მიზეზების კვლევა შორს წაგვიყვანს, ისე კი, ცხადია, საინტერესოა, მილიონად ღირებული რამდენი ფეხბურთელი ჰყავთ ამ და სხვა ჩვენნაირ ქვეყნებს, რაც მათ საფეხბურთო პოტენციალზე გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის.

ვფიქრობთ, საინტერესო სტატისტიკას მივაკვლიეთ, ხშირად ხომ ციფრები სიტყვებზე მეტად მეტყველია.

ნაკრები მოთამაშეთა ჯამური ფასი
1. ხორვატია 144 500 000
2. ბოსნია 95 475 000
3. ჩერნოგორია 75 850 000
4. სლოვაკეთი 69 950 000
5. სლოვენია 53 175 000
6. მაკედონია 31.800.000
7. საქართველო 24 775 000
8. ლიტვა 19 400 000
9. ბელარუსი 18 550 000
10. სომხეთი 17 025 000
11. ლატვია 13 300 000
12. კვიპროსი 11 625 000
13. ესტონეთი 11 375 000

1 . ხორვატია
მილიონიანი - 24
ყველაზე ძირადღირებული: ლუკა მოდრიჩი, "ტოტენჰემი" 33 000 000

2. ბოსნია
მილიონიანი - 17
ყველაზე ძვირადღირებული: ედინ ჯეკო, "მანჩესტერ სიტი" 28 000 000

3. ჩერნოგორია
მილიონიანი - 15
ყველაზე ძირადღირებული: სტევან იოვეტიჩი, "ფიორენტინა" 20 000 000

4. სლოვენია
მილიონიანი - 15
ყველაზე ძვირადღირებული: სამირ ჰანდანოვიჩი, 12 000 000

5. სლოვაკეთი
მილიონიანი - 14
ყველაზე ძვირადღირებული: მარეკ ჰამშიკი, "ნაპოლი" 24 000 000

6. საქართველო
მილიონიანი - 12
ყველაზე ძვირადღირებული: გურამ კაშია, "ვიტესი" - 4 000 0000

7. ბელარუსი
მილიონიანი - 9 ყველაზე ძვირადღირებული
პაველ ნეხაიჩიკი, მოსკოვის "დინამო" 2 800 000

8. ლიტვა
მილიონიანი - 7
ყველაზე ძვირადღირებული: ჟიდრუნას კარჩემარსკასი, "გაზიანთეფი" 3 000 000

9. მაკედონია
მილიონიანი - 6
ყველაზე ძვირადღირებული: გორან პანდევი, "ნაპოლი" 12 000 0000

10. ლატვია
მილიონიანი - 4
ყველაზე ძვირადღირებული: არტიომ რუდნევსი, "ლეხი" პოზნანი 3 300 000

11. სომხეთი
მილიონიანი - 4
ყველაზე ძვირადღირებული: ჰენრიხ მხითარიანი, "შახტარი" 7 000 000

12 ესტონეთი
მილიონიანი - 3
ყველაზე ძვირადღირებული: რაგნარ კლავანი, "ალკმაარი" 1 500 000

13 კვიპროსი
მილიონიანი - 2
ყველაზე ძვირადღირებული: კონსტანტინოს ხარლამპიდისი, ნოქოზიის "აპოელი" 1 500 000

ცხადია, საქართველოს ნაკრებში ყველა ის ფეხბურთელი არ თამაშობს, ვისაც "ტრანსფერმარკტი" მილიონზე მეტად აფასებს. მაგალითად, თემურ ქეცბაია გოგიტა გოგუასა (2 000 000) და გიორგი მერებაშვილს (1 500 000) არ იწვევს, კახა კალაძემ (1 300 000) კი თავად გადაწყვიტა ნაკრების დატოვება.

მაგრამ ზედაპირული გადახედვაც საკმარისია იმის სათქმელად, რომ ევროპელების მიერ საკმაოდ კარგად შეფასებული ფეხბურთელებით საქართველო უფრო მეტს უნდა აღწევდეს, ვიდრე ესტონეთი, სომხეთი, ლატვია და მაკედონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეეჰ, ბატონო მერაბ, რომ დავიწყე კითხვა იმედი გამიჩნდა, იქნებ ვინმემ ანალიზი გააკეთა მეთქი, მაგრამ თქვენ კვლავ მოკლედ ამთავრებთ "მიზეზების კვლევა შორს წაგვიყვანს"-ო და კვლავ მხოლოდ სტატისტიკით შემოისაზღვრეთ. იქნებ რედაქციაში დაჯდეთ და გააკეთოთ ანალიზი: რისი ბრალია რომ ესეთი დაბალი შედეგია. ოღონდ მინდვრის არა, ჩვენებს უცხეთის კლუბებში მშვენიერი პირობები აქვთ და ნაკრებიც ძირითადად კარგ მოედანზე თამაშობს.
ramo
12:29 20-01-2012
0
რამო, რისი ბრალია იცი? გუნდში თამაშის საკუთარ თავზე ამღები, ჭკვიანი ცენტრალური ნახევარმცველი არ გვყავს
Shoti
13:28 20-01-2012
0

სიახლეები პოპულარული