ბელარუსებმა საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის სამზადისი დაგეგმეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში ბელარუსთან მატჩით დაიწყებს. ჩვენი მეტოქე შეხვედრისთვის თადარიგს უკვე იჭერს და აშკარაა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ეს იქიდან ჩანს, რომ ბელარუსების მთავარი მწვრთნელი გიორგი კონდრატიევი თამაშით ჩვენი ყაიდის გუნდებთან სპარინგებს გეგმავს.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი სარაფიანმა გაზეთ "პრესბოლს" განუცხადა, რომ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე სამი ამხანაგური შეხვედრა დაიგეგმა: უკვე ცნობილი იყო, რომ 29 თებერვალს სლავები ანთალიაში მოლდოვას შეხვდებოდნენ. ახლა კი გადაწყდა, რომ 5 ივლისს მინსკში აზერბაიჯანს უმასპინძლებენ, 15 აგვისტოს კი ერევანში სომხებს
ესტუმრებიან.

თავიდან ბელარუსებმა სომხებს საკმაოდ წინდაუხედავი, შეიძლება ითქვას, შეურაცხმყოფელი წინადადებით მიმართეს - თებერვალში თურქეთში ვითამაშოთო - 29-ში მოლდოვას ხვდებიან და ზედიზედ კარგი სპარინგები მიეწყობოდა. მაგრამ სომხურ-თურქული დაპირისპირება გამორჩათ, რაზეც ჩვენი მეზობლების პასუხმა არ დააყოვნა, ნებისმიერ ადგილას ვითამაშოთ, თურქეთის გარდაო.

ასე რომ, ერევნული სპარინგი ბელარუსებისთვის საქართველოსთან მატჩამდე გენერალური რეპეტიცია იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული