შეიძლება, ბევრს არ სჯერა, მაგრამ ფაქტია - ხანგრძლივი კრიზისისა და იმედგაცრუებების მიუხედავად, ქართველი ქომაგი მოუთმენლად ელის რეპორტაჟს ათენიდან, რომელსაც...
რომელსაც ვნახავთ თუ არა, ახლაც არ ვიცით, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ გუშინ "ლელოს" რედაქციაში ტელეფონის ზარი არ შეწყვეტილა - გულშემატკივარს აინტერესებს, იქნება თუ არა ათენური მატჩის ტრანსლაცია "პირველ არხზე"?
"პირველი არხი" მატჩის მნიშვნელობასა და მაყურებელთა ინტერესს ანგარიშს უწევს და ცდილობს, საბერძნეთი-საქართველო როგორმე აჩვენონ. თუ რა გამოვა ამ მცდელობიდან, დღეს გაირკვევა, რადგან მოლაპარაკება გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა...
გარკვეულია მხოლოდ თბილისური მატჩების რეპორტაჟები: 7 სექტემბერს ახალგაზრდული ნაკრები "ლოკომოტივზე" სომხეთის 21-წლამდელებს უმასპინძლებს და ამ თამაშს ტელეკომპანია "მზე" 19 საათიდან გადასცემს. "ბორის პაიჭაძეზე" კი საქართველოსა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება და ის 21 საათზე დაიწყება. თამაშს "პირველი არხი" გადასცემს.
მერაბ მამულაშვილი